რატომ გვიზიდავს ის, ვინც ემოციურად მიუწდვომელია? - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი Storytale წერს:
„ემოციურად მიუწვდომელ ადამიანთან ყოფნა მარტოსულობის და სიცარიელის შეგრძნებას ქმნის. ეს არ არის შენი ბრალი, ეს არის ნიშანი რომ გჭირდება ნამდვილი ემოციური სიახლოვე.
ემოციურად მიუწვდომელი ადამიანი ხშირად მშვიდია, მაგრამ შენთან ახლოს არ მოდის.
ის არ საუბრობს გრძნობებზე, არა იმიტომ, რომ არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ მათი აღიარება აშინებს:
კონფლიქტის დროს, ის იკეტება, ჩუმდება, ან უბრალოდ ქრება.
ასეთი ურთიერთობა იმედით იწყება და გაურკვევლობით გრძელდება.
გრძნობ, რომ ბევრს გასცემ და ცოტას იღებ.
შენ იწყებ ფიქრს:
„იქნებ მე ვთხოვ ძალიან ბევრს?“
ემოციურად მიუწვდომელი ადამიანი ვერ მოგცემს ემოციურ მხარდაჭერას, ვერ გექნება მასთან ღრმა საუბარი, რადგან თავად გაურბის საკუთარ გრძნობებს, ვერ შეგიქმნის უსაფრთხო სივრცეს, სადაც შენი ემოციები მიღებულია.
რატომ გვიზიდავს ის, ვინც ემოციურად მიუწდვომელია? ხშირად იმიტომ, რომ ეს გრძნობა ნაცნობია, ნერვული სისტემა ნაცნობ ტკივილს უსაფრთხოდ აღიქვამს. ჩვენმა ტვინმა ბავშვობაში დაიმახსოვრა: „ სიყვარული უნდა დავიმსახუროთ“.
შენ გეგონა, რომ სითბო მხოლოდ მაშინ მოდის, როცა კარგად იქცევი და ახლა, ზრდასრულობაში შენ კვლავ იმავეს გრძნობ, რომ სიყვარული უნდა „დაიმსახურო“.
შენი მოთმინება ვერ შეცვლის მის შიშებს. შენ შეგიძლია მხოლოდ ერთი რამ: აირჩიო საკუთარი ემოციური უსაფრთხოება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„დაგჭირდება 2 თეთრი სანთელი...“ - წყვილების შერიგების რიტუალი
⭕სასიყვარულო რიტუალი — ურთიერთობის გასაძლიერებლად ან ახალი სიყვარულის მოსაზიდად