Digest Logo

„თვითმფრინავში ადამიანი ცუდად გახდა და სტიუარდები ექიმს ითხოვდნენ. კიკნა პირველი წამოხტა და მიიწევდა, მიმიშვითო“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

1663827483
ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მის მეგობარ კიკნასა და თავის ოცნებების შესახებ წერს წერს. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ყვინთვა არ იცის, ყოველთვის უნდოდა ვინმე დახრჩობას გადაერჩინა.  კიკნამ კი გრეის ანატომია ყურადღებით ნახა და დარწმუნებულია, რომ მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლია.

ნათია ფანჯიკიძის თქმით, წელს ორივე ძალიან ახლოს იყო გმირობასთან.

მე და ჩემი მეგობარი კიკნა ვოცნებობთ ვიყოთ გმირები. ისიც ვიცით, რა შეგვიძლია და რა არის ჩვენი ნიშა. მე ვოცნებობ, ვინმე დახრჩობას გადავარჩინო, მიუხედავად იმისა, რომ ყვინთვა არ ვიცი, წყალი მეყლაპება და ცხვირი მეწვება.

კიკნამ კი გრეის ანატომია ყურადღებით ნახა და დარწმუნებულია, რომ მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლია. წელს ორივე ძალიან ახლოს ვიყავით გმირობასთან. გაზაფხულზე კიკნა კონფერენციაზე მიფრინავდა.

თვითმფრინავში ადამიანი ცუდად გახდა და სტიუარდები ექიმს ითხოვდნენ. კიკნა პირველი წამოხტა და მიიწევდა, მიმიშვითო, ეგ სერია ნანახი მაქვსო.

არ მიუშვეს, ვიღაც ექიმი ამჯობინეს. მე კიდევ ამ ზაფხულს, ამხელა გმირმა ქალმა ხუთი წუთი მოვადუნე ყურადღება, ყავის დასალევად ავედი ბარში და მაინცდამაინც მაშინ, უჩემოდ გადაარჩინეს ლოპოტაზე ქალი, რომელსაც აუზი ღრმა არ ეგონა და იხრჩობოდა.

აღტაცებისაგან ვბოდავ, რა თქმა უნდა. აზოველების დაბრუნება მიხარია. ბედნიერების მწვერვალია, იცოცხლო ასეთი დამსახურებით და არათუ გამარჯვებაც იზეიმო, განასახიერებდე დიდ გამარჯვებას“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მეორადი ტანსაცმლის ფეტიში მაქვს - ფანტასტიკურ რამეებს ვყიდულობ და ბევრ თანხასაც არ ვხარჯავ...“ - ეკა ნიჟარაძე

🔵„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მარცხი არის ის, რომ თავის დროზე ამ ქვეყანაში დავრჩი...“ - გიორგი ნაზღაიძე

🔵მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრად კლება და უხვი ნალექი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი