საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, „ბატონებთან“ დაკავშირებულ რიტუალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში მწერალი დავით გორგილაძე გამოეხმაურა.
„მაიცათ! ტყემლის ხელის გულზე დასხმამ და ალოკვამ რა დააშავა? რაზე ნაკლები მემკვიდრეობაა?!“, - წერს დათო გორგილაძე.
ცნობისთვის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს:
◾ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“;
◾ „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“;
◾ „რთვლის ტრადიცია საქართველოში“;
◾ „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“;
◾ „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“;
◾ „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, მიყვარხართ“ - რას წერს სოფი ლორენის ქართველი სარძლო
🎥 სვანეთის მთები თურქულ სერიალში „სხვისი შვილი“ გამოჩნდა - ემოციური კადრები