ყველასათვის საყვარელი მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე მღებრიშვილი იუბილარია. ის 45 წლის გახდა.
მომღერალმა სოციალურ ქსელში დაბადების დღის მისალოცი უამრავი შეტყობინება მიიღო, რასაც თავადაც პოსტის სახით უპასუხა:
„ტყუილად არ მიცხოვრია 45 წელი, თქვენნაირი კარგი ხალხი რომ მილოცავს.
სოციალურ ქსელებამდე არ მიყვარდა ეს დღე, იმიტომ რომ რომელ ქალაქშიც არ უნდა იყო, ამ დღეს მეგობრებს ვერ შეკრიბავ. ბავშვობიდან ვინ სად იყო, ვერ გაიგებდი, ზოგი ზღვაზე, ზოგი მთაში…
ერთხელ 2018-ში გრანდიოზული კონცერტი დავგეგმეთ ამ დღეს და ისეთი შტორმი იყო, ზღვამ სცენა შეიტანა და წვიმამაც გადაიღო, როცა 3000 კაცი მოვიდა.
როგორ გამოვედით მდგომარეობიდან, ამ ამბავმა ჩემს ფსიქიკაზე კვალი დატოვა…
იმის მერე არც ვფიქრობ გადახდას და თქვენი მოლოცვები მაბედნიერებს. ამ წელსაც ბევრ სიახლეს გპირდებით, ჯერჯერობით დაბერებას არ ვაპირებ“, - წერს სტეფანე მღებრიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 შეიძლება თუ არა პურის რაციონიდან სრულად ამოღება? - შოთა ჯანჯღავას რჩევები
🎥 როგორ დაიკლო თათია სულუაშვილმა წონაში და რა რჩევებს უზიარებს მსახიობი გამომწერებს