მას შემდეგ, ტელეწამყვანი - თათია შარანგია და მისი მეუღლე - სანდრო შელია დაშორდნენ, მათ მიმართ საზოგადოების ინტერესი არ წყდება. შარანგიამ დუმილი დაარღვია და ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს ინსტაგრამ სთორიში უპასუხა.
„უამრავი კითხვა მოდის სანდროსთან დაკავშირებით. სანდრო არის ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო ადამიანი, ჩემი ბიჭების მამა. მისი მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება იმ არაჩვეულებრივი 10 წლისთვის, რაც ერთად გავიარეთ. ვრჩებით არაჩვეულებრივ მეგობრებად და ერთმანეთის უპირობო მხარდამჭერებად. რაც მთავარია, ეს გვერდში დგომა, რასაც ერთმანეთს ვპირდებით, არასოდეს იქნება ცარიელი სიტყვები. ერთმანეთის სიტყვის ფასი ორივემ კარგად ვიცით, მომავალი ჩვენს ხელშია. თითოეული ჩვენგანის ხელშია და ის სასიამოვნო მოულოდნელობებით არის სავსე“, - წერს შარანგია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: