ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა აგვისტოს თვის მნიშვნელოვანი თარიღებზე „იმედის დილაში“ ისაუბრა. ვინაიდან ტელეკომპანიამ სატელევიზიო სეზონი დახურა, ცაგარელმა მთელი აგვისტოს ასტროპროგნოზი მოკლედ მიმოიხილა.
ასტროლოგმა ადამიანებს დასვენება და სიმშვიდის შენარჩუნება ურჩია. მისივე თქმით, 1,2,12,10 და 15 აგვისტო ყურადღებას მოითხოვს. ამასთან მან აღნიშნა, რომ ადამიანს უარყოფითი ენერგიის დაკორექტირება და პოზიტიურად გადაქცევაც შესაძლოა.
„აგვისტოს პირველი და ორი რიცხვი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ დროს საქმიანობის პლანეტა მარსი და მოულოდნელობის პლანეტა ურანი ერთმანეთს კუროს ზოდიაქოს ნიშანში შეხვდებიან. შესაძლოა, საქმიან სფეროშია ახალი წინადადებები შემოგთავაზონ, შესაძლოა, დრამატურგიასა და რეჟისურაში სერიოზული პროექტები დაიწყოს. პირველსა და ორში შესაძლოა, აღმშენებლური პერიოდი დაიწყოს, ან პირიქით, დამანგრეველი იყოს ვინმესთვის, ამიტომ ამ თარიღებს მიაქციეთ ყურადღება.
ამ პერიოდში ენერგიის მომატება იქნება. უნდა მოერიდოთ კონფლიქტებს, აგრესიის გამოვლენასა და ტრასაზე ზედმეტ მანევრებს.
10-15 აგვისტო - აქ ხდება ლომი-მერწყულის ზოდიაქალურ ცენტრზე მზის და მთვარის დაპირისპირება, ამ დროს ჩერდება ყველა საქმე. არავითარ შემთხვევაში არ წამოიწყოთ ხალი პროექტები და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ 12 აგვისტოს არის სავსემთვარე და მძიმე ენერგეტიკული დღე, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან მოსალოდნელია კონფლიქტები და დაძაბულობა, შემდეგ უკვე მდგომარეობა სტაბილურდება“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ქართული ბიზნესის მთავარ მანტრას: „არ მოგწონს? წადი “ - წყალი შეუდგა“ - ბაია პატარაია
🔵„თავი შეიკავეთ კონფლიქტისა და გარშემომყოფებთან საქმის გარჩევისგან“ - ცაგარელი
🔵„ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში გექნებათ შანსი, მიიღოთ შემოსავლები“ - მიხეილ ცაგარელი