Digest Logo

„უჭირთ ურთიერთობების დამყარება, საკუთარი თავის კონტროლი, ახასიათებთ ეგოცენტრიზმი“ - რა უნდა ვიცოდეთ ჰიპერმზრუნველ მშობელზე

1775832857
ჰიპერაქტიული მშობელი

ჰიპერმზრუნველი მშობელი...

დაკვირვებული თვალისთვის ადვილი შესამჩნევია, როდესაც ბავშვს აკლია მშობლის ყურადღება და ზრუნვა.

მარტივი წარმოსადგენია ის, თუ რამხელა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვისთვის ასეთი გარემო.

თუმცა, არანაკლებ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისთვის, ჰიპერმზრუნველი ანუ ზე მზრუნველი მშობელი.

ზღვარგადასული და ზედმეტი/ჭარბი ყურადღება და განუწყვეტელი მზრუნველობა ბავშვის მიმართ.

გარწმუნებთ, რომ ჰიპერმზრუნველობის შედეგები არანაკლებ საზიანოა, უყურადღებობისა და უგულებელყოფისა.

ჰიპერმზრუნველი მშობელი:

- ავლენს მესაკუთრეობრივ დამოკიდებულებას შვილის მიმართ

- გადაწყვეტილებას ყოველთვის ბავშვის ნაცვლად იღებს

- ართმევს ბავშვს არჩევანის თავისუფლებას

- ცდილობს ბავშვი გვერდიდან არ მოიშოროს

- ყოველთვის აქვს ისეთი პოზიცია, თითქოს ბავშვს რამე ემუქრება და ცდილობს ის დაიცვას

- ბავშვმა უნდა აკეთოს მხოლოდ ის, რასაც მშობელი ეტყვის და ისე, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ

- მშობელი ხშირად ბავშვის ნაცვლად საუბრობს და ხშირად იყენებს სიტყვას „ჩვენ“.

ასეთი მშობლების შვილებს:

- აკლიათ თავდაჯერებულობა

- თვითმოვლის უნარ-ჩვევები სუსტად აქვთ განვითარებული

- უჭირთ გადაწყვეტილების მიღება

- უჭირთ არჩევანის გაკეთება

- უჭირთ ურთიერთობების დამყარება

- უჭირთ საკუთარი თავის კონტროლი

- ახასიათებთ საკუთარ თავზე გადაჭარბებული ზრუნვა, ანუ ეგოცენტრიზმი

- ახასიათებთ თვითგამორკვევის და თვითრეალიზების პრობლემები

- უჭირთ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

რუსთავში 14 წლის მოზარდს ეძებენ - „მითხრა მხოლოდ 2 სიტყვა, კარგად ვარო“

„პროექტის დაწყება, მოგზაურობა, ბიზნესის გახსნა, დოკუმენტების ხელმოწერა“ - 10 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

სად და როდის ჯობია აპრილში სახლის დალაგება, რომ სისუფთავესთან ერთად ფინანსური ნაკადიც მოიზიდოთ