„ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის“ დამფუძნებელი, დირექტორი და ტრენერი ხათუნა მუზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ წარმატებას შესაბამისი მზაობა სჭირდება.
მისი თქმით, თუ ბედნიერება, კმაყოფილება და ჰარმონია იქნება ამომავალი წერტილი, მაშინ წარმატება გარდაუვალი იქნება:
👌...წარმატებას ნამდვილად ჭირდება შესაბამისი მზაობა...
უეცრად მოსულმა დიდი რაოდენობის ფულმა შესაძლოა დაანგრიოს ადამიანი, ამას მოწმობს ლატარეაში მოგებული მილიონების „იღბლიანი“ პატრონების ბიოგრაფიული მონაცემები - ძირითადად სიღარიბის უკიდურეს წერტილამდე მიდიან ეს ადამიანები, რადგან იმის მართვა არ იციან, რაც უცაბედად ერგოთ.
👉ცნობადობამ შეიძლება დააზიანოს ადამიანი, თუ კრიტიკისადმი მგრძნობიარეა... ეს იგივეა, რომ სპორტ დარბაზში პირველად შეხვიდეთ და 200 კილოგრამიანი შტანგა აწიოთ ...
სავარაუდოდ ვერ მოერევით, მაგრამ თუ მოერევით შეიძლება დაგაინვალიდოთ ამ ფაქტმა... ამიტომ ყველაფერი თანმიმდევრულად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოსული, გაცილებით სასარგებლო და სასიამოვნოა.
🥦🌶️ეს ეხება დიეტებს - დიდი რაოდენობით წონის კლება მოკლე დროში, გარანტიაა იმისა რომ აუცილოებლად მოიმატებ და თანაც ორი იმდენს...
🌎ეს ეხება ყველაფერს - შექმენით კმაყოფილება პატარა ნაბიჯებით და ისიამოვნეთ პროცესით - თუ მხოლოდ შედეგზე იფიქრებთ, ბედნიერი ვერასოდეს გახდებით...
🥰დაე, ბედნიერება, კმაყოფილება და ჰარმონია იყოს ამომავალი წერტილი, მაშინ წარმატება გარდაუვალი იქნება“, - წერს ხათუნა მუზაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძველი ფორმა იშლება, რათა ახალი ცნობიერება დაიბადოს...“ - ასტროლოგი 13 მარტის ასტროლოგიურ ენერგიაზე