Digest Logo

„უფალო, მომეცი ძალა სუსტი ვიყო - საკუთარ თავს ასე უფრო იოლად ვზიდავ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1705923777
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საკუთარი წიგნიდან „ახალი სიმღერები“ ერთ-ერთ ამონარიდს აქვეყნებს👇

„უფალო, მომეცი ძალა ვიყო სუსტი. მომეცი ძალა, ცრემლები არ ჩავიბრუნო, როცა მტკივა, მომეცი ძალა, მტკიოდეს  და ამ ტკივილის გამჟღავნებას სხვისთვის ვბედავდე.

მომეცი ძალა, საკუთარ თავს აღსარება ვუთხრა და არ დავმალო არცერთი ცოდვა, როგორც ოდესღაც, ბავშვობაში, ჩემი სოფლის მღვდელთან ვმალავდი.

მომეცი ძალა, ვიყო ისეთი, როგორიც შენ გამაჩინე, ვიყო და არ შემრცხვეს.

მომეცი ძალა, რომ ვიწამო სასწაულების, რომელიც გუშინწინ ვნახე და გუშინ გადავიფიქრე -
როცა შუაღამისას დედაჩემის ლოცვას ვხედავდი და მიკვირდა, რომ დედაჩემი მოხრილი იყო
და ჩრდილი გამართული და არ ვიცოდი, რომ სასწაული არის სწორედ ასეთი მარტივი, ასეთი ფრთხილი და თანაც უზარმაზარი.

ან ვიცოდი და დავივიწყე.

მომეცი ძალა, სუსტი ვიყო -
საკუთარ თავს ასე უფრო იოლად ვზიდავ,
უფრო იოლად დავინახავ,
უფრო ავწონი და გავზომავ,
რადგან მაშინ ვეღარსად ვერ დამემალება“, - წერს გიორგი კეკელიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

2500 კაცი დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები

„ეს ჩემი და თემოს უკანასკნელი ვირტუალური მიმოწერაა, კოვიდით დავირუსების შემდეგ“ - რა კადრებს აქვეყნებს ბესო ჩუბინიძე

🎥 „სასურველია ღრმად ჩავისუნთქოთ, დავმშვიდდეთ...“ - როგორ ვასწავლოთ შვილს ემოციების სწორად გამოხატვა?