
პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში მოხალისედ იმყოფება. ის ხშირად გვაწვდის ცნობებს ომის ხაზიდან და სოციალურ ქსელში პოსტებს ავრცელებს.
მან პირად გვერდზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქალიშვილმა უკრაინაში წასვლა შეჯიბრად ჩაუთვალა და ისიც საფრანგეთში სიტყვით გამოვიდა.
როგორც ცნობილია, პოლიტიკოსის ქალიშვილი მია ოქრუაშვილი საფრანგეთში უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
„უფროსმა შვილმა აშკარად გამოწვევად მიიღო ჩემი უკრაინაში წასვლა და შეჯიბრი გამომიცხადა. პარიზის შემდეგ ჟენევაში გამოსულა უკრაინის მხარდასაჭერ მიტინგზე“, - წერს ოქრუაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება
🔵„ნუ ვეძებთ მიზეზებს იქ, სადაც საძებარი არ არის... ახლა არ არის კინკლაობის დრო“ - ჯემალ ბაღაშვილი