ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„მაგალითი პირადი ცხოვრებით,
მხოლოდ პირადი ცხოვრებით,
ნებისმიერი ძალდატანება არაფრის მომცემია.
ვთქვათ, მე ვარ მამა,
და ჩემი შვილი ურწმუნოა,
მე ვლოცულობ,
ვცდილობ, რასაც ვამბობ სარწმუნოებრივად – იმას აღვასრულებდე,
ერთგულებას ვავლენ ქრისტესი, ეკლესიისა, სამშობლოსი,
და ამავე დროს, ეს დამოკიდებულება ტრანსფორმირდება ადამიანთან ურთიერთობაში,
მათ შორის ჩემი უღმერთო შვილთან ურთიერთობაშიც,
არ ვსაყვედურობ,
არ წამოვაძახებ არაფერს,
უპირობოდ მიყვარს,
უღმერთოა და მიყვარს – ამაში უნდა გამოვლინდეს რწმენა.
ადამიანის გული ისეთია,
ის უანგარო სიყვარულს გრძნობს, აუცილებლად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ერთი არასრულწლოვანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა“ - რა მოხდა ყვარელში
⭕ცნობილია 17 წლის ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც თბილისის ზღვაში დაიხრჩო