Digest Logo

„უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ასისტოლია და ფიბრილაცია ფიქსირდებოდა“ - თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხანდაზმული კაცი გადაარჩინა

1775314479
სასწრაფო სასწრაფო

თბილისის მე-8 ფილიალის N0830 ბრიგადა გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც ქუჩაში ჩოჩქოლი შეამჩნია. ადგილზე შეკრებილი ადამიანები დახმარებას ითხოვდნენ.

ბრიგადის წევრები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სადისპეტჩეროს და გამოძახების მისამართზე სხვა ბრიგადის გაგზავნა ითხოვეს.

გამვლელებს სკამზე ჰყავდათ დასმული დაახლოებით 90 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც პარამედიკოსი მალხაზ შენგელია იხსენებს, პაციენტის პირველადი შეფასებით დადასტურდა სუნთქვისა და პულსის არარსებობა.

ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. მონიტორზე მონაცვლეობით ასისტოლია და ფიბრილაცია ფიქსირდებოდა.

დაახლოებით 28-წუთიანი უწყვეტი რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მონიტორზე აღდგა სინუსური რიტმი. პაციენტი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციით ფორსმაჟორულ რეჟიმში შეიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც დადგინდა, რომ ანამნეზში კარდიომიოპათია და სხვა ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

მკურნალობა შესაბამის განყოფილებაში გაგრძელდა. მოგვიანებით ხანდაზმული მამაკაცის შვილიშვილი პარამედიკოს მალხაზ შენგელიას დაუკავშირდა და ბაბუას გადარჩენისთვის მთლიან ბრიგადას მადლობა გადაუხადა. პაციენტის მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება და მალე ბინაზე გაეწერება.

როგორც პარამედიკოსი გვიყვება, პაციენტის სრულყოფილ მართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბრიგადის უმცროსმა ექიმმა მარიამ ობოლაძემ და ბრიგადის მძღოლმა მიხეილ მჭედლიშვილმა, რომლებიც უწყვეტად და შეუფერხებლად იყვნენ ჩართულნი რეანიმაციის პროცესში.

პარამედიკოსი მალხაზ შენგელია.

უმცროსი ექიმი მარიამ ობოლაძე.

მძღოლი მიხეილ მჭედლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„იმიტომ, რომ აპრილია და მარსის ენერგია მუშაობს, ვიცოდეთ, რომ კონფლიქტური სიტუაციები მოიმატებს“ - რას წერს ასტროლოგი

„...სწორედ ეს უქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენს განვითარებას და ზრდას” - რას წერს კლინიკური ფსიქოლოგი ნანა ფიფია

🎥 როგორ გამოიყურება ანანო სახელაშვილი ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ - „უმშვენიერესი ხარ, დედოფალო“