
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პრეზიდენტის მრჩეველი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში, მცირეწლოვანი შვილის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„უკვე 30 წელი უშენოდ... სულ მინდა დავაჟკაცებული წარმოგიდგინო... ვეღარ ვახერხებ...
მეტს აღარ მოგწერ ... მოთმინებით დაველოდები, როდის ინებებს უფალი, რომ ხელახლა შევხვდეთ...“,- წერს დავით თევზაძე.
ცნობისთვის, დავით თევზაძე 1992 წლის იანვრიდან შეუერთდა ეროვნული გვარდიის რიგებს, მეთაურობდა სარეზერვო ბატალიონ „ორბს“, ამავე წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. 1992-1993 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის ბატალიონის მეთაური, 1993-1994 წლებში – ბრიგადის მეთაური. 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიის საქართველოს სამხედრო ძალების მთავარ სამხედრო ინსპექციას.
1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს – საქართველოს ელჩი ნატო-ში. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს. დათხოვილია თადარიგში 2004 წლიდან. 2017 წლიდან იგი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კარგი დღეა ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობისთვის“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„არანაირი „ფოტო-შოპი“ - ნატა გულიაშვილმა წონაში საგრძნობლად დაიკლო