Digest Logo

🎥 „უკვე 8 თვეა გულქვეშ ჩემს პატარა ბედნიერებას ვატარებ“ - რას წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი

1779960149
ნოე და ჯანეტი

ყოფილი „მის საქართველო“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ყოველთვის ახერხებს, რომ გულშემატკივრები საკუთარი სტილით და ქალურობით მოხიბლოს.

მან სოციალურ ქსელში გადაცემის ჩაწერისას გადაღებული კადრები გაავრცელა და დაწერა, რომ უკვე 8 თვის ორსულია:

„მორიგი გადაცემაც ჩავწერეთ და ამასობაში უკვე 8 თვეა გულქვეშ ჩემს პატარა ბედნიერებას ვატარებ“, - წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი. 

ცნობისთვის, ჯანეტ ქერდიყოშვილი პროდიუსერ ნოე სულაბერიძის მეუღლეა. წყვილი მესამე შვილის მოლოდინშია, მათ უკვე ჰყავს ორი გოგონა, ანნა და ლილი.

მათი მომავალი მესამე შვილიც გოგონაა.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/1905712710229968

ასევე დაგაინტერესებთ:

რა გააკეთოთ და რას უნდა მოერიდოთ? - თაკო მელიქიშვილი 28 მაისის ასტროლოგიურ ენერგიებზე

„ხელსაყრელია პაემანი, ვალის დაბრუნების მოთხოვნა, ჯილდოს, აღიარების მიღება“ - 28 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕  „ჯანმრთელობა მხოლოდ კალორიები აღარ არის...“ - არუნ ხათრი გამომწერებს აფრთხილებს