Digest Logo

„უკვე ორი პირადი მფარველი ანგელოზი მყავს ზეცაში, ორი ყველაზე დიდი სიყვარული...“ - რას წერს ლევან კბილაშვილის და

1774337466
ლევან კბილაშვილი

17 მარტს მომღერლის ლევან კბილაშვილის მამა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომღერლის დამ, სალომე კბილაშვილმა გაავრცელა.

იგი ამჯერად მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას თანაგრძნობისთვის მადლობას უხდის:

„არ ვიცი როგორ გამოვხატო ის მადლიერება, რასაც თქვენ მიმართ ვგრძნობ… 

ამ უმძიმეს დროს, როცა სიტყვებიც კი უძლურია, თქვენი თითოეული შეტყობინება, თითოეული თბილი სიტყვა და თანადგომა ჩვენთვის უდიდეს ნუგეშად იქცა.

მწერენ ნაცნობებიც და სრულიად უცნობებიც…

მიბოდიშებენ, რომ მოსვლა ვერ მოახერხეს, მაგრამ დამიჯერეთ, მთავარი ეს არ არის…

მთავარია, რომ ჩვენი ტკივილი გულთან მიიტანეთ და გაიზიარეთ.

დღეს უკვე ორი პირადი მფარველი ანგელოზი მყავს ზეცაში, ორი ყველაზე დიდი სიყვარული, რომლებიც მუდამ ჩვენთან არიან, უბრალოდ… სხვა სამყაროდან გვიცავენ და გვიფარავენ.

მჯერა, მათი ლოცვა ჩვენამდე ყოველთვის მოვა და თითოეულ თქვენგანსაც სიყვარულით დაგლოცავთ“, - წერს სალო კბილაშვილი.

🎥 „მძიმე მშობიარობა ჰქონდა, დაემართა კლინიკური სიკვდილი, გაითიშა და ამით ისარგებლეს...“ - როგორ იპოვა ზურა მანჯავიძემ მოპარული ძმა 27 წლის შემდეგ

„შესაძლებელია პრობლემები, შეცდომები, შეფერხებები, უარი, გეგმების ჩაშლა“ - 24 მარტის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის აპრილში განსაკუთრებული იღბალი და წარმატება ელის ​