Digest Logo

ახალი შესაძლებლობები, ფინანსური სტაბილურობა და კონფლიქტების რისკი - როგორი იქნება 10-16 ნოემბრის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის

1762774867
ჰოროსკოპი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 10-16 ნოემბრის კვირა თითოეულ ადამიანს ძლიერ ენერგიასა და მოტივაციას მიანიჭებს. ზოგიერთ ჩვენგანს ექნება შესაძლებლობა, ყველაფერი თავიდან დაიწყოს, ზოგი კი უკვე დაწყებული საქმეებისა თუ პროექტების დასრულებას შეძლებს. თუმცა, შესაძლოა, პირიქითაც, ამ კვირაში ზოგიერთმა ადამიანმა უენერგიობა იგრძნოს და აღმოაჩინოს, რომ დასვენების დროა.

უფრო კონკრეტულად, გაგიზიარებთ ასტროლოგიურ პროგნოზს, თუ როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის:

ვერძი

მიმდინარე კვირის განმავლობაში უენერგიობა შეგაწუხებთ და შესაძლოა, იმ დავალებების შესრულებაც კი, რომლებსაც აქამდე თავს მარტივად ართმევდით, გაგიჭირდეთ. გექნებათ განცდა, რომ მხოლოდ დაძინება გსურთ. ეს იმის ნიშანია, რომ აუცილებლად უნდა შეჩერდეთ და დრო დასვენებას დაუთმოთ. შესაძლოა, ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში ბევრი პასუხისმგებლობა და სიახლეა. ეს დღეები მოგცემთ შესაძლებლობას, რომ განიტვირთოთ, სამომავლო გეგმებზე დაფიქრდეთ და ზუსტად განსაზღვროთ, რისი გაკეთება გსურთ.

კურო

მიმდინარე კვირა გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ძველ შიშებს დაძლიოთ და თქვენი შესაძლებლობებით, კომუნიკაციისა და სიმტკიცის უნარით ყველა გააოცოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, საქმიანი მიმართულებით მეტი წარმატება გელოდებათ. არ არის გამორიცხული, დაწინაურების, განვითარების ან სასურველი პოზიციის მიღების შესაძლებლობა გქონდეთ.

ტყუპები

შეეცადეთ, ამ კვირაში საკუთარ ბიუჯეტს გადახედოთ და ხარჯები გონივრულად განსაზღვროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდეთ. პირად ურთიერთობებში შესანიშნავი ეტაპი გაქვთ. შეძლებთ, რომ თქვენი კავშირი ბევრად უფრო ჰარმონიული და სასიამოვნო გახადოთ. გარდა ამისა, გექნებათ შესაბამისი ენერგია, რომ დაწყებული საქმეები დაასრულოთ და ახალ პროექტებზეც იფიქროთ.

კირჩხიბი

ახლა შეიძლება, უამრავი იდეა გაქვთ, მაგრამ მათი განხორციელება საკმაოდ რთულია. კვირის განმავლობაში შესაძლოა, ემოციური არასტაბილურობა იგრძნოთ და გაგიჩნდეთ განცდა, რომ ყველა საქმემ ერთად მოიყარა თავი. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. კვირის დასასრულს ნახავთ, რომ თქვენი შრომა და მონდომება უშედეგო არ იყო და თქვენს ინიციატივებს წარმატების მოტანა მართლაც შეუძლია.

ლომი

ეს კვირა გაძლევთ შესაძლებლობას, რომ ახალი გამოცდილება მიიღოთ და საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ. ნუ უგულებელყოფთ შემოთავაზებებს, ახალ ინიციატივებს. გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც თვითგანვითარების შესაძლებლობას მოგცემთ, წადით სპექტაკლზე, დაესწარით მასტერკლასს, დაგეგმეთ ონლაინ-კურსის გავლა. შესაძლოა, ამ გარემოში თქვენთვის მნიშვნელოვანი კონტაქტები აღმოაჩინოთ.

ქალწული

ამ კვირაში შესაძლოა, ხელმძღვანელთან უთანხმოება მოგივიდეთ, რადგანაც მისი ზოგიერთი დავალების შესრულება გაგიჭირდებათ, ზოგიერთ საკითხს კი თავად ჩათვლით არასაჭიროდ. შეეცადეთ, საკუთარი პოზიცია მშვიდად გამოხატოთ და აგრესიის გამოვლენით დამატებითი პრობლემები აღარ შეიქმნათ. ასევე, მიმდინარე კვირის განმავლობაში ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს იმპულსური გადაწყვეტილების მიღების რისკი აქვთ. კარგად დაფიქრდით, ვიდრე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ.

სასწორი

მიმდინარე კვირის განმავლობაში შესაძლოა, უენერგიობამ შეგაწუხოთ. გულწრფელობა სასურველი შედეგის მიღების ყველაზე ძლიერი საშუალება იქნება. მშვიდად მიღებული გადაწყვეტილება შვებასა და შთაგონებას მოგიტანთ. თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, ჯობს, საყვარელ ადამიანებს მიმართოთ და მათგან რჩევები მიიღოთ.

მორიელი

თქვენი ემოციური მდგომარეობა ბევრ კონფლიქტს გამოიწვევს როგორც სამსახურში, ასევე ურთიერთობებში. ამიტომ, მიმდინარე კვირის განმავლობაში კონფლიქტებს განსაკუთრებით მოერიდეთ. შეეცადეთ, რომ დრო განტვირთვას ხშირად დაუთმოთ. მიმართეთ მედიტაციას, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას, გაისეირნეთ, წაიკითხეთ სასიამოვნო წიგნი და საყვარელი საქმით დაკავდით. ეს განწყობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ბოლო პერიოდში არამიზნობრივი ხარჯები შეგხვდათ და თავადაც ამ კუთხით სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეთ. ეს კვირა გაჩვენებთ, რომ ფინანსების გონივრულად განკარგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით. გარდა ამისა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში თვითგანვითარებაზე იფიქროთ და თუ რაიმეს შესწავლასა და გამრავალფეროვნებაზე ფიქრობდით, შესაბამის კურსების ძიება სწორედ ახლა დაიწყოთ.

თხის რქა

ამ კვირაში შესაძლოა, სამსახურში უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდეთ, დაბრკოლებებმა კი განწყობა გაგიფუჭოთ და დანებებაზეც კი იფიქროთ. ნუ იჩქარებთ. ნახავთ, რომ არსებული დაბრკოლებები თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებად გადაიქცევა. უფრო მეტიც, შესაძლოა, ჰორიზონტზე შემოსავლის ახალი წყარო მოულოდნელად გამოჩნდეს და საკმაოდ ხელსაყრელ გარემოში აღმოჩნდეთ.

მერწყული

მიმდინარე კვირის განმავლობაში ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას იგრძნობთ, რაც დაგეხმარებათ, გეგმებს მიჰყვეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, ახალ იდეებზეც იფიქროთ და დრო საყვარელ ადამიანებსაც დაუთმოთ. წინ ძალიან სასარგებლო დღეები გელოდებათ, ამიტომ ეს ენერგია სასიკეთოდ გამოიყენეთ.

თევზები

მომატებულ ემოციურობას იგრძნობთ. შესაძლოა, საყვარელ ადამიანებთან, ბავშვობის მეგობრებთან შეხვედრა და მათთვის ემოციების გაზიარება განსაკუთრებით მოგინდეთ. შეხვედრა აუცილებლად დაგეგმეთ. ეს დადებით განწყობას შეგიქმნით და ამავდროულად, მოგცემთ მოტივაციას, რომ დაბრკოლებებს გაუმკლავდეთ და არსებულ საქმეებში წარმატებას მიაღწიოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მიყვარხართ! კესანეს გაუმარჯოს და ჩემს თათულის“ - ნოდიკო ტატიშვილის პირველი ფოტო ქალიშვილთან ერთად

გადაცემას „ვინ ვინ არის“ კვლავ მაკა ზამბახიძე წაიყვანს - პროექტის ახალი სეზონი 10 ნოემბერს დაიწყება

„ოცნება აწყობილია ბრჭყვიალით, სინაზით და ჯადოსნური ენერგიით“ - კადრები თიკო ყაველაშვილის ქართული ქორწილიდან

წყარო: www.beaumonde.ge