დეკანოზი პეტრე კვარაცხელია სიხარულზე, ბედნიერებაზე, მადლიერებასა და კეთილდღეობაზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს. კვარაცხელია წერს, რომ ბედნიერება შინაგან ბუნებაზეა დამოკიდებული და არა ქონებაზე.
„ზოგს ყველაფერი აქვს, მაგრამ მაინც წუხს, მაინც წვალობს და სულ შფოთშია…
ზოგიც ლუკა პურს თუ იშოვის, ბედნიერებისგან დაფრინავს…
მთავარი აღქმაა, რამდენად აფასებ იმას, რაც მოგეცა…
უმადური ადამიანი ოქროს სასახლეში რომ აცხოვრო, შეიძლება იმაზე გაბრაზდეს, კარის სახელური ბრილიანტის რატომ არ არისო…
მადლიერი კი, ქოხში რომ ცხივრობს და შეშის ღუმელთან ზის, ღმერთს ათას მადლობას სწირავს, მთავარია არ მაწვიმს და თავშესაფარი მაქვსო…
უმადურობა და მადლიერება ქონა-არქონაზე არა, შინაგან ბუნებაზეა დამოკიდებული.
ჰოდა, ბედნიერება არც ფულშია, არც უფულობაში, ის სხვა განცდაა, რომელიც საკუთარ თავში მოგზაურობით უნდა აღმოაჩინო!..“, - პეტრე კოლხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ამსტერდამში ტაქსის მძღოლი გვეკითხება, საიდან ხართო? ჩვენ ვუპასუხეთ საიდანაც ვიყავი...“ - რას ჰყვება სტეფანე მღებრიშვილი
🔵„დღეს სიყვარულის მმართველი პლანეტა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადადის“ - რას უნდა ელოდოთ ამ ტრანზიტისგან