Digest Logo

„უმაგრესი ამბავი“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

1678958303
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბრაზილიის წამლის სააგენტომ დენგეს ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა.

🔵 „FDA-მ პფაიზერის წარმოებული შაკიკის სამკურნალო პირველი სწრაფმოქმედი ცხვირის სპრეი დაამტკიცა“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

როგორც ფხაკაძე წერს, აღნიშნული ცხელება საქართველოში პირველად 2017 წელს დაფიქსირდა და აქამდე, ამ ცხელების საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც წამალი არ არსებობდა.

„უმაგრესი ამბავია, დენგეს ცხელების ვაქცინა ბრაზილიის წამლის სააგენტომ დაამტკიცა!

დენგეს ცხელების საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც წამალი არსებობდა!

ეს ვერაგი დაავადება კოღოების მიერ ვრცელდება (ძირითადად, ტროპიკულ კლიმატურ ზონებში). ყოველ წელს დაახლოებით 390 მილიონი ადამიანი ინფიცირდება და სიკვდილიანობა 13%-მდე ადის თუ პაციენტი დროულად არ იქნა ჰოსპიტალიზებული.

2003 წელს მე ჩავატარე კვლევა ჩემს კოლეგასთან ერთად ინდოეთში დენგეს ცხელების შესახებ « Dengue Vectors in Chennai City ». კვლევა წარდგენილი იყო იორკის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.

ამ კვლევის ჩატარების პროცესში პირადად არა ერთი ათეული დაავადებული ადამიანი მოვინახულე და ვნახე, თუ რა ვერაგია ეს ვირუსი.

დენგეს ცხელება ფიქსირდება როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

2017 წელი: საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა – რას აცხადებს პაატა იმნაძე

http://kvira.ge/342301 

2016 წელი: რა არის დენგე: ვირუსი, რომელიც საქართველოში პირველად დაფიქსირდა

https://metronome.ge/story/62188

საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა

https://janmrtelobainfo.ge/saqarthveloshi-denges-virusi… 

#Brazil's Regulatory Agency (Agência Nacional de Vigilância Sanitária / ANVISA) approved the #dengue vaccine QDENGA (TAK-003) for use in individuals aged 4 to 60 years old regardless of previous exposure to #denguevirus #DENV and without the need for pre-#vaccination testing.

The approval of #QDENGA is based on results across Phase 1, 2 and 3 #clinicaltrials with more than 28,000 children and adults, including four and a half years of follow-up data from the global, pivotal Phase 3 Tetravalent Immunization against Dengue Efficacy Study (TIDES) trial. The TIDES trial met its primary endpoint of overall vaccine efficacy (VE) by preventing 80.2% of symptomatic dengue cases 12 months after vaccination. In addition, TAK-003 met its key secondary endpoint by preventing 90.4% of hospitalizations 18 months after vaccination.

Dengue and severe dengue

https://www.who.int/…/fact…/detail/dengue-and-severe-dengue

https://lnkd.in/eMD9x6YF“, - წერს ფხაკაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „თურმე რამდენს ნდომებია ჩემი სიკვდილი“- რა წერს გიორგი კეკელიძე

🔵 „სიმონიანმა იმდენი ქნა საკუთარ სამშობლოში აუკრძალეს შესვლა - მაინც არაფრად უღირს საქართველო და ბარემ თინა კანდელაკი...“ - რა ინიციატივით გამოდის დათო ლიკლიკაძე

🔵 რუსთავში ქალმა ქუჩაში ნაპოვნი პლასტიკური ბარათით პროდუქტები შეიძინა