სუროგაციის ცენტრის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე თავისი ერთი რთული დღის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც პირად განცდებზე და ემოციებზე, სიყვარულსა და სიმართლეზე აკეთებს აქცენტს.
„უმძიმესი ბოლო 24 საათი მქონდა, დავილეწე. თბილისის საზღვარი გადავკეთე თუ არა ჯერ უწყება ჩავიბარე იმაზე, რომ პოლიცია სასამართლოში მიჩივის. შემდეგ სტამბოლში ფრენა გაუქმდა და ინდოეთში დუბაის გავლით მოგვიწია ჩამოსვლა. მიუხედავად მრავალსაათიანი ლეიოვერებისა, ბარგი არ ჩამოვიდა, მაგრამ საკუთარ თავს ხშირად ვუმეორებდი - სიმშვიდე. სასტუმროში მისულს მითხრეს, რომ ოთხი ნომერი მქონდა დაჯავშნილი. საათები არკვიეს და ბოლოს გაარკვიეს, რომ ბუქინგკომის სისტემა ურევს. მაგრამ საქართველოს ბანკის ყველა ბარათი უუფუნქციო გახდა და მორიგი ორი საათი საქართველოს ბანკი არკვევდა იმას,თუ რატომ ვერ იღებდა ბანკი სიგნალს ინდოეთიდან. ბოლოს ისე დავიღალე ბანკის ზარებს აღარც ვუპასუხე და კლინიკის თანამშრომლებს დავურეკე ღამე , ქუჩაში ვარ წვიმაში არაფრის აზრი და ძალა აღარ მაქვს მომხედეთ.
მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ გავაკეთე და დავისაჯე და იმასაც კარგად მივხვდი, სად დავუშვი შეცდომა და იმასაც, რომ მეგობარი დავაღალატე და მისი ნდობა ბოროტად გამოვიყენე, როცა ჩვენი პრივატული საუბრები გავასაჯაროვე, ამას კი სამყარო ჩემნაირ ადამიანს არ აპტიებდა.
გამახსენდა, რომ უზარმაზარი წითელი გულის ფორმის გასაბერი ფრანი მაქვს, რომელიც მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც დაფარავდა ზეცას სუსის მთავარი შენობის თავზე. წარმოვიდგინე როგორ ვდგავარ იქვე ფრანის ქვეშ და ვემუდარები თითოეულ ქართველ პოლიციელს, რომ მიატოვონ კაგებეს ჯარში მსახურება, მათივე შვილებისთვის და ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად… ვტირი, ვტირი და მეგობარს ვწერ და ვთხოვ რომ სანთლები აანთოს.
დილა გათენდა თუ არა ლექსო თამაზაშვილს, ჩემს მეგობარს, ჩემს უკარგეს ადამიანს მივწერე და პატიება ვთხოვე, იმის გამო, რომ დავაღალატე, როგორც მეგობარმა, როგორც ადამიანმა. ისიც ვუთხარი თუ რა მძიმე საყურებელი იყო ალბათ ორივესთვის, ხალხის კომენტარები ღირსება აყრილ, ნდობა დაკარგულ პოლიციაზე. ასე მშვიდად, უბრძოლველად, ხმის ამოუღებლად ტოვებენ ქართველები საქართველოს, ლარსის საზღვარზე კი კილომეტრიანი რიგებია რუსებისა. ვუთხარი რომ ჩემი ყველა მეგობარი მიდის და მეც ვაპირებ ამ გაუსაძლისი და გაყიდული ქვეყნის დატოვებას და კიდევ ერთხელ ვთხოვე პატიება როგორც მეგობარმა, როგორც ადამიანმა ლექსო მიყვარხარ სიმართლე სიყვარულის გარეშე სისასტიკეა…“, - წერს კუკუნაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„...ეს მადლობა გარდაუვალად უნდა მეთქვა“ - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი
🔵„კარგი დღეა დიეტის დასაწყებად“ - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა