დღეს, 19 აპრილს გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი.
ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ვარაუდობენ, რომ იგი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე გამოეხმაურა:
„ძალიან სამწუხაროა. შემეცოდა, ადამიანურადაც ძალიან შემეცოდა, ბერი ნიკოლოზი. როგორც იცით, დღეს (ნარიმან მაქარაშვილი) სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მე უფრო ახლო შეხება სულიერად და მენტალურად ბერ გაბრიელთან მაკავშირებს, მრავალი წლის წინ, როცა მიჭირდა იყო დრო ძლიერ მიშველა, მომეხმარა ეს უდიდესი წმინდანი. თან ისე მოხდა, რომ ჩემი ერთ-ერთი საკვლევი თემა სწორედ მისი ცხოვრების წლები იყო ...
ბერ ნიკოლოზს მე შეიძლება პირადად არ ვიცნობდი, არც მის კარზე ვყოფილვარ, თუმცა ჩემთვის ბევრ რიგითს, ასევე ცნობად სახესაც კი უთქვამს კულუარებში, რომ მისი ლოცვით უამრავი წინაღობისგან გათავისუფლებულან მრავალგზის.
ათეული წლები ინდივიდუალურად მარტო, მდუმარებაში, დევნილობაში ... დავუმატოთ სალოსობის ტვირთი. უმძიმესი ჯვარი ჰქონდა მასაც და თავადაც დიდი სულის მატარებელი, მეომარი იყო.
მას არავისთვის არაფერი არ უთხოვია. ხალხი თავად დაჰყვებოდა, თავად სთხოვდნენ, ვისაც მისი სჯეროდა შველასა და დახმარებას.
არასდროს არ იზარებდა ამ საქმეს. მე ეს ყველაფერი ვიცი, რადგან ბევრი ნაკითხი და განათლებული ადამიანიც იცნობდა მის მოღვაწეობას და მაქვს მათთან დღემდე კავშირი. ზოგთან საერთოდ პროფესიული შეხება.
საუბრობდა მუდამ მეტაფორულად! და გადატანითი მნიშვნელობით!
როგორი ჩუმი და განდეგილის ცხოვრება ჰქონდა, თუმცა ბევრი იქით არ ასვენებდა, სამწუხაროდ ... და ბევრი მცდარი ინფორმაცია გამოდიოდა, დამახინჯებული თეზისებიც და ეს იწვევდა ხალხში გაურკვევლობას.
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ ძალიან შემეცოდა და მეწყინა ეს ამბავი.
გახსოვდეთ: ,,ნუ განსჯით!” განსჯაა არაა არც ჩემი და არც თქვენი საქმე!
და ბოლოს: ძალიან გთხოვთ, ამ თემაზე მეტ კომენტარს ჯერჯერობით არ გავაკეთებ და ნუ იკამათებთ კომენტარებში!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავ აპუ ბაბუ“ - ანრი ჯოხაძის დის შვილიშვილი 1 წლის გახდა