Digest Logo

„უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა, კომაში იყო. 6 თვე იბრძოლეს, აპრილში გარდაიცვალა, თავის დაბადების დღის წინა დღეს“ - არჩილ გამზარდიას ემოციური პოსტი

1668520416
არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია  სოციალურ ქსელში  ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ნოემბრის თვეში დაღუპული ახლობლების შესახებ წერს. მისი თქმით, ყველა მათგანი 23-28 წლის იყვნენ.

„ნოემბერი რა შუაშია...
უბრალოდ, ნოემბერი იდგა, 9 თუ 10. უკარგეს ბიჭზე, ირაკლი ჭინჭარაულზე მითხრეს ავარიაში მოყვაო. ვასწავლიდი უნივერსიტეტში და მის იქითაც ვმეგობრობდით. უმძიმესი მდგომარეობა ჰქონდა. კომაში იყო. 6 თვე იბრძოლეს, აპრილში გარდაიცვალა, თავის დაბადების დღის წინა დღეს, კარგი პოეტი, კარგი ადამიანი, ძალიან ახალგაზრდა.

23 ნოემბერი იდგა. გიორგობას გიორგის მანქანამ დაარტყა და გარდაიცვალა, ორი წლის წინ. გიორგი ლომიძე. უნივერსიტეტში ვასწავლიდი და იქიდან ვმეგობრობდით. უკეთილესი, ღირსეული, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანი. ძალიან ახალგაზრდა.

ნოემბერი იდგა. მამაჩემი შეუძლოდ გახდა. საავადმყოფოში წავიყვანეთ. 27 ნოემბერს გარდაიცვალა.

2020 წლის, 15 ნოემბერს, ისეთი გულიანი ბიჭის გარდაცვალება გავიგე, დათუნასი, ისე ტრაგიკულად. ისიც ავარიაში. ისიც ძალიან ახალგაზრდა. უნივერსიტეტში ვასწავლიდი მასაც და იქიდან მოყოლებული ვმეგობრობდით. კარგი, კეთილი, ღირსებებით სავსე ბიჭი. ახალი დაოჯახებული. ცოლის ძმასთან ერთად გარდაიცვალა. სიყვარულით სავსე ადამიანი. მებრძოლი და კარგი ვაჟკაცი.

იმავე წელს, ორიოდე კვირაში კი დევივით და ლომივით ბიჭი, ისიც ძველი სტუდენტი და მეგობარი, წესიერი და კარგი, ძალიან ღირსეული ადამიანი, თორნიკე. ნოემბერი რა შუაშია... უბრალოდ ნოემბერში მოხდა.

მაგრამ...  რაღაცას ხომ უნდა დავაბრალო, ისე ხომ ვერ ვხსნი. ვერ.

ბიჭებო, კარგებო, ღირსეულებო, გამორჩეულებო.

პ.ს. ეს სტატუსი 2020 წელს დავწერე, მას შემდეგ კიდევ მიემატნენ , თორნიკეც მერე წავიდა. ყველა მათგანი 23-28 წლის იყო.

ყოველთვის მახსოვხართ, ისევ ვმეგობრობ“, - წერს არჩილ გამზარდია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „254 000 ლარიანი მანქანა ქრისტეს სახელით. „ღარიბი ხალხის მდიდარი მღვდლები” ქრისტიანობის არცოდნის შედეგია“ - დომენიკ მანგო ეპისკოპოსზე

🎥 „54 000 ლარიანი მანქანა ჩემთვის ფუფუნება არ არის, მრევლი გაერთიანდა და გააკეთა ეს შემოწირულება“ - ეპისკოპოსი სვიმეონი

🔵უკრაინაში გმირულად დაღუპული კიდევ ერთი ქართველი თემურ მაჭარაშვილია