რომელი უფრო ჯობია - ნაგვიდან ამოღებული შუშის ჭიქიდან დალევა თუ თავიდანვე ნაგვით შექმნილი, ვითომ „ეკოლოგიური“ ვითომ „ქაღალდის“ ჭიქიდან ყავის თუ ჩაის მირთმევა? პირადად მე, ნაგავში ჩაგდებული შუშის, ხის, თუ კერამიკის ჭიქა უალტერნატივოდ მირჩევნია.
მას გარეცხავ, ან ყველაზე უკიდურეს ფორმაში, სულაც რომ არ გარეცხო, მაქსიმუმ ისეთი ბაქტერიები მიიღო, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი და იმუნური სისტემა საუკუნეებია წარმატებით უმკლავდება.
აი, რაც შეეხება თავიდანვე პლასტმასის ნაგვით დამზადებულ, პრიალა და ახალთახალ ჭიქებს, ისინი მილიარდობით პლასტმასის ნანონაწილაკით შეგვამკობენ, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, თუ რა უნდა უყოს ორგანიზმმა და ჯდება აბსოლუტურად ყველაფერში, ტვინიდან დაწყებული, რეპროდუქციული ზონით დამთავრებული.
უმეტესობას ჰგონია ყავას უსაფრთხო, ბუნებრივი ქაღალდის ჭიქიდან სვამს და ამით გარემოზეც ზრუნავს, მაგრამ რეალურად, სუფთა ქაღალდი ცხელ სითხეს წამებში გაატარებდა.
იმისათვის, რომ ჭიქამ ფორმა შეინარჩუნოს და არ დადნეს, მისი შიდა მხარე დაფარულია პოლიეთილენის - ანუ ჩვეულებრივი პლასტმასის - თხელი, უხილავი ფენით.
როდესაც მასში 80-90°C ტემპერატურის მდუღარე ყავა ან ჩაი ისხმება, ეს ფენა მომენტალურად იწყებს დეგრადაციას და დაშლას.
სამეცნიერო კვლევებით უკვე ოფიციალურად არის დამტკიცებული, რომ სულ რაღაც რამდენიმე წუთში ასეთი ჭიქიდან ცხელ სასმელში მილიარდობით მიკროპლასტმასის ნაწილაკი, ნანოპლასტმასი და ტოქსიკური მძიმე ლითონები გამოიყოფა. ამ ყველაფერს კი, ყოველ დილით საღამოს თუ ა.შ. სხვადასხვა ძვირადღირებული თუ იაფფასიანი, აპარატებიდან ვითომ „ესთეტიკურ“ ყავასთან ერთად პირდაპირ შხამი ჩადის ორგანიზმში.
სისტემამ ისე მოაწყო, რომ სისუფთავისა და კომფორტის ნიღბით ყოველდღიურად ნელ მოქმედ შხამს გვთავაზობს, საზოგადოება კი ამ იაფფასიან მასკარადს უაპელაციოდ იჯერებს. ამ ტოქსიკური წრიდან გამოსავალი მხოლოდ საკუთარი თავის გაცნობიერება და ამ პრიმიტიულ ხაფანგებზე უარის თქმაა.
წყარო: FB/გვერდი vato marmenio
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„ეს არ არის გასართობი ქვიზი...“ - თერაპიული სავარჯიშო „სტრესის ფილტრი“ შფოთვის შესამცირებლად
⭕„წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - საქართველოში ამინდი გაუარესდება
🎥 „დღის საუკეთესო დოპინგი“- თამუნა ამონაშვილი ტყუპების უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს