Digest Logo

„უნახავი სიზმრები წუხელ...გახელილ თვალებს ზურგს უკაწრავენ...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

1753951055
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე ხშირად უზიარებს საზოგადოებას გულწრფელ, ოჯახურ გარემოში გადაღებულ სასიამოვნო კადრებს. ამასთან იგი, საკუთარ საქმესაც არ ივიწყებს და პერიოდულად, წიგნებიდან ამონარიდსაც აქვეყნებს.

ამჯერად გიორგი მორიგ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გრძნობ? უნახავი სიზმრები წუხელ,
გახელილ თვალებს ზურგს უკაწრავენ
და ვეღარ ვარცხნის თვალი, გაუმხელ
ქარში გახლართულ ნისლის ნაწნავებს.
ვზივარ. და ისე დაბრუნდა ლექსი,
როგორც სხვა სახლში ბრუნდება უცხო
და თითქოს სისხლი ტალღებით ესვას,
მზე ჩვენს ეზოებს ავ ზაფხულს უცხობს.
გრძნობ? მე მშიერი მქვია ყელამდე,
უმად შევჭამე ყველა საბედო -
მარილი,
მარილი,
მარილი აკლია ყველაფერს!
გავალ მარილზე!
შენ აქ დარჩი
და მე გავედი“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „არაჩვეულებრივად გამოიყურებით...“ - ლიკა კვარაცხელიას ახალი ფოტოები წვეულებიდან

⭕„ულამაზესი გოგონები...“ - თაკო ნაცვლიშვილის და ნინა ცქიტიშვილის ცეცხლოვანი ფოტოები საბერძნეთიდან

⭕„აგვისტოს პირველი კვირა საქართველოში არასტაბილური ამინდით დაიწყება“ - რას წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე