
წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროდუქტს ასახელებს.
როგორც თავად ამბობს, აღნიშნული პროდუქტი თითქმის ყველა საკვების უკან იმალება:
„ყველაზე საშიში პროდუქტი დედამიწაზე არ არის არც შაქარი, არც გაზიანი სასმელი და არც ფრი. ეს პროდუქტი თითქმის ყველა საკვების უკან იმალება, რასაც კი მიირთმევ.
ეს პროდუქტი იწვევს ისეთ რამეს, რასაც ოქსიდაციური სტრესი ჰქვია. ზუსტად ამ პროდუქტის დამსახურებაა, რომ შენს ჯანმრთელ უჯრედებს უტევენ არასტაბილური მოლეკულები - სახელად თავისუფალი რადიკალები და შენი ორგანოები შინაგანად ძალიან ზიანდება, შენი ტვინი, ღვიძლი.
უნდა ავიმაღლოთ ცნობიერება და მოვიშოროთ თესლეულის ზეთები, როგორიცაა მზესუმზირას, კანოლა, სიმინდის, სოიოს ზეთები“, - ამბობს სანდრო ჯიბლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პირველი შეხედვით იოლია, მაგრამ რეალურად ურთულესია“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა შანშიაშვილი
⭕ცნობილია ცოლ-ქმრის ვინაობა, რომლებიც ჭუბერში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ