Digest Logo

„უნდა იყოს ჯარიმა ამ ძალიან სამარცხვინო საქციელზე, რომ აღარ გაბედოს არავინ სტადიონზე გადასვლა“ - აჩიკო ნიჟარაძე „დინამო არენაზე“ მომხდარ ინციდენტზე

1742828610
აჩიკო ნიჟარაძე

ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 6:1 დაამარცხა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი „დინამო არენაზე“ არეულობა დაიწყო. გულშემატკივართა ნაწილი მოედანზე გადავიდა და ზეიმი დაიწყო, ხოლო ზოგიერთ მათგანს სტუმართა გუნდის ქომაგებთან კონფლიქტი მოუვიდა.

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე მომხდარს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„ჩვენ ბიჭებს და საქართველოს ვულოცავ გუშინდელ გამარჯვებას.

ბოლოს რაც მოხდა იყო ნამდვილად სამარცხვინო, არა ადამიანური და არა ქართული. ამ ქმედების გამო, იმ ხალხს ვისაც არც გულშემატკივრობა ეშლება და არც სტუმრის პატივისცემა, ძალიან დიდი შანსია რომ დაჯარიმდეს და მომდევნო უფრო მნიშვნელოვანი თამაში გულშემატკივრის გარეშე ჩაგვატარებინონ. ამიტომ უნდა იყოს ჯარიმა ამ ძალიან სამარცხვინო საქციელზე. რომ აღარ გაბედოს არავინ სტადიონზე გადასვლა.

სტადიონის ინვენტარის დაზიანება რა სიქაჯეა და რა სიგოიმეა. დროშების მოგლეჯვა. მერე ბოთლების სროლა. ჯუნგელბში გაიზარდა ეს ხალხი?

მოედანზე ბიჭების დამოკიდებულება და კარგი განწყობა მოწინააღმდეგის მიმართ იყო შესამჩნევად კარგი. რატო აპირისპირებთ ყველას ერთმანეთთან ?“, - წერს აჩიკო ნიჟარაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვარ ამაყი ჩემი მიღწევებით, რადგან რთულია აეწყო ერთ პროფესიაში და შემდეგ მეორეც დაძრა“ - თათა გიორგობიანი კარიერაზე

🎥 „ბავშვს შენიშვნას ვერ მისცემ სიყვარულით“ - რა ტრავმებს იწვევს შვილის სხვასთან შედარება მშობლის მიერ? ფსიქოლოგის რჩევები

⭕ გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა