გავრცელდა ინფორმაცია, რომ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონს მრევლმა 2022 წლის Land Cruiser აჩუქა, რომლის ღირებულება 254 ათას ლარს შეადგენს.
აღნიშნული თემა საზოგადოების განკითხვის საგანი გახდა და სოციალურ ქსელში მთელი დღე იწერებოდა, რომ მღვდელს მსგავსი ფუფუნების საგანი არ უნდა ჰქონდეს.
ფეისბუკზე აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა იურისტმა მედეა ადამიამაც, რომელმაც თქვა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
„მთელი დღეა წერენ სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა, 120 000 დოლარიანი Land Cruiser შეიძინაო.
თქვე მამა ცხონებულებო, თქვენი ჯიბიდან ამოიღო თანხა? უნდა კუნძულს იყიდის და უნდა ბოინგს! მით უმეტეს მრევლი რას აჩუქებს მის საყვარელ სულიერ მოძღვარს, რა თქვენი საქმეა! ღმერთმა მისცეს უფრო მეტი!
ნეტავ, შემეძლოს ჩემს სულიერ მოძღვარს ბუგატი ვეირონი ვაჩუქო და ვინმეს დავეკითხები შეიძლება თუ არა?
ყველაფერჩიკები და ყველაფერქექიები ნუ დამიკომენტარებთ, გთხოვთ!“, - წერს მედეა ადამია.
ასევე დაგაინტერესებთ👇