Digest Logo

„უნდა ვისწავლოთ ნამდვილი ქრისტიანობა, გონიერი ლოცვა, შიგნით მყოფობა ქრისტესთან...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1774430998
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„როცა გარდაცვალების ჟამი დადგება,
ეშმაკი, მაშინ, მოვა ნამდვილი ხმლით;
აქამდე ხომ ჯოხით იყო,
და შენც ჯოხი გეკავა,
ბოლოს — ნამდვილ ბრძოლაში გამოგიწვევს,
იმიტომ, რომ ეს არის მისი ბოლო შანსი შენი სულის მისატაცებლად;
ანუ მოდის შიში,
უიმედობა,
სასოწარკვეთილება,
ამას შეიძლება დაემატოს მრისხანება,
ბოღმა,
სიძულვილი...
შიში მოდის — იმიტომ, რომ საყრდენი არ გაქვს,
არ იცი, შიგნით, როგორ იყო ქრისტესთან,
არ იცი, ქრისტესთან როგორ გქონდეს ურთიერთობა,
ლოცვა არ გაქვს...
ამ დროს დაუჯდომლებს ხომ ვერ წაიკითხავ?!
ამიტომ შიშს ვერ უმკლავდები,
უიმედობას ვერ უმკლავდები,
სასოწარკვეთილებას ვერ უმკლავდები,
რადგან საყრდენი გამოცლილი გაქვს,
და ეშმაკი აგრესიულად მოდის,
იმასაც გეტყვის: „რა ღმერთი, არაფერი არ არის, ცარიელი მიწა ხარ და მიწად მიიქცევი“,
თუ ამაში ვერ გაჯობა, გეტყვის: „კი, ბატონო, არის ღმერთი, მაგრამ, შენს თავს ხომ ხედავ, რა ნაგავიცა ხარ?!“
და მთელ შენს ცხოვრებას დაგიდებს წინ,
და შენ თვითონვე გაგაკეთებინებს დასკვნას, რომ ღმერთთან ვერ იქნები,
ასეთი და ასეთი...
და ჯერ კიდევ ცოცხლად მყოფი დაიბოღმები ღმერთზე,
დაიწყება ღრჭენა კბილთა,
ანუ დაიწყება ჯოჯოხეთი.
გახსოვთ, მაცხოვრის სიტყვები? — „როგორც გიპოვი, ისე განგსჯი“,
ნახე, რა მდგომარეობით გადიხარ მარადისობაში?!
ეს უკანასკნელი ბრძოლა — ეშმაკს რომ მოვუგოთ!
ამისათვის მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა ვემზადებოდეთ,
უნდა ვისწავლოთ ნამდვილი ქრისტიანობა,
უნდა ვისწავლოთ გონიერი ლოცვა,
ვისწავლოთ შიგნით მყოფობა ქრისტესთან,
შევევედროთ, თვინიერ განკითხვისა, მიიღოს სული ჩვენი...
„უფალო, ცუდიც ვარ, ნაგავიც ვარ,
მაგრამ მაინც შენთან მინდა,
შემიწყალე მე, უფალო,
ამინ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„აუმჯობესებს მონელებას ამცირებს შებერილობას და მჟავიანობას, ასუფთავებს ორგანიზმს...“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია

„სიყვარულის აფეთქება! ურთიერთობებში შემოდის სიახლე და რომანტიკა...“ - 25 მარტის ტაროლოგიური პროგნოზი

„მართლა სად ხარ ღმერთო?“ - მარიამ გაფრინდაშვილს და გარდაეცვალა