Digest Logo

„უნდა, ყველა მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მიაწვდინოს ინფორმაცია, გაუჩინოს მოტივაცია და იმედი... 8 წელია ცალი თვალი არ დაუხუჭავს“ - ციცინო შურღაიას პაციენტის ოჯახი

1714461136
სერგო ნიკოლეიშვილი

ექიმ ციცინო შურღაიამ სერგო ნიკოლეიშვილს, რომელსაც  8 წლის წინ  თავში სიმსივნე აღმოაჩნდა და სახის ნერვი დაუზიანა, პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარა.

კმაყოფილი პაციენტის შვილი სოციალურ ქსელში სამადლობელ წერილს აქვეყნებს და მამის მდგომარეობაზე საჯაროდ წერს:

„ქალბატონი ციცინო შურღაიას სასწაული.

პოსტს ვწერ მამას თხოვნით, რადგან მას უნდა, რომ ყველა მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მიაწვდინოს ინფორმაცია, გაუჩინოს მოტივაცია და იმედი. გადმოგცემთ ასევე მამას თხოვნას რომ გააზიაროთ ეს პოსტი.

მამას, სერგო ნიკოლეიშვილს, 8 წლის წინ აღმოაჩნდა თავში სიმსივნე. ამის შესახებ გავიგეთ მაშინ, როცა უკვე სახის ნერვი იყო დაზიანებული. მართალია სიმსივნე დაამარცხა, მაგრამ მამას სახის 50% ჰქონდა პარალიზებული.

მდგომარეობა იყო საკმაოდ კრიტიკული, მამას 8 წელია ცალი თვალი არ დაუხუჭავს, პარალიზებული ნაწილი საუბარში უშლიდა ხელს, არ შეეძლო მაგალითად სანთლის ჩაქრობა და ა. შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო.

კი, ქალბატონი ციცინო ნამდვილად არის ვირტუოზი პლასტიკური ქირურგი. მამას ფეხიდან გადაუნერგა ნერვი და სახის ფუნქცია სრულად აღუდგინა. ენით აღუწერელია ის სიხარული, როცა მამამ 8 წლის შემდეგ პირველად დახუჭა თვალი და გაღიმება შეძლო. ამ ემოციის შედარება მხოლოდ შეიძლება იმასთან, როცა ბავშვი ფეხს აიდგავს და პირველი ნაბიჯების გადადგმას შეძლებს. დანარჩენს ფოტოებით და ვიდეოებით თქვენ თვითონ ნახავთ. ოპერაციიდან გასულია მხოლოდ სამი კვირა.

მამა უდიდეს მადლობას უხდის ქალბატონ ციცინოს, რომელსაც მრავალსაათიანი ოპერაციის გაკეთებისას დაათენდა. პოსტს კი წერს ქალბატონი ციცინოსადმი საუკუნოდ მადლიერი ბატონი სერგოს შვილი. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ისეთ სიხარულს როგორშიც ჩვენ ვართ“, - წერს პაციენტის შვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მამული, ენა, სარწმუნოება“ - ნანა ლორთქიფანიძე

დღის რომელ მონაკვეთში სჯობს კვერცხის შეღებვა და რა ცრურწმენები არსებობს სააღდგომო კვერცხთან დაკავშირებით

⭕ „არ მჯერა, რომ ამ სიტყვებს ვწერ“ - რა სიახლეა თათია შარანგიას ცხოვრებაში