ცოტა ხნის წინ პარლამენტის ყოფილი წევრი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დააკავეს.
ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების, ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით.
მისი ამჟამინდელი მეუღლე სოფო მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და საქმის დეტალებზე საუბრობს:
„ჩემს მეუღლეზე მიდის მიზანმიმართული პროვოკაციები, რათა მისი ქონება ხელში ჩაიგდონ. ქონების ღირებულებაა 14 000 000$. ქონება წყნეთში, ქობულეთში და ბორჯომში. დიდი ხნის განმავლობაში ატერორებდნენ ჩემს მეუღლეს.
ხათუნა მიქაცაძემ დაუკვეთა ჩემზე სტატიები, თითქოს ლუკა-ელდარ კურტანიძემ ცოლად მისი ძმაკაცის შვილი მოიყვანა. იმისთვის, რომ მთელ ქვეყანას ეგინებინა ჩვენთვის.
უნდოდათ გამეყიდა ჩემი მეუღლე, ამის სანაცვლოდ ამეღო რაღაც ქონება. რა თქმა უნდა მე ეს არ გავაკეთე, მოდიოდნენ ჩემთან, მწერდნენ ათას რაღაცებს.
ბევრჯერ გავაფრთხილე, თავი დაენებებინა ჩემი მეუღლისთვის. ახლა მოუწყო პროვოკაცია, წინა ჩასვლაზე კი მეზობლებს შეუვარდა, აიძულებდა წადით და ლუკას წინააღმდეგ ჩვენება მიეცითო. არაერთ ადამიანს სთავაზობდა ფულად კომპენსაციას“, - ამბობს სოფო მეფარიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ბრალი არ არის, მთელი მოვლენაა, შევყევი“ - რამდენი „ლა-ბუბუ“ აქვს ნუკი კოშკელიშვილს?
⭕„ფილტრის გარეშე, მხოლოდ ზაფხული და სული!“ - ნუცა შანშიაშვილი საბერძნეთში მოგზაურობს