Digest Logo

„უნივერსიტეტის ეზოში გოგო-ბიჭები ერთად იდგნენ და ისეთ სიტყვებს ამბობდნენ, მე, თივასავით გამოუსვლელს, შემრცხვა და გავერიდე“ - რას წერს გელა დაიაური

1668774389
გელა დაიაური

მუსიკოსმა და პოეტმა გელა დაიაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ბარისა და მთის ცხოვრება ერთმანეთს შეადარა. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა ადამიანთა ქცევებს, რომელიც ძალიან განსხვავდება. 

„გამოუსვლელი და გამოსული მთაში თივას ერქვა.... გამოსული გამომშრალი ბალახი იყო და გამოუსვლელი დაუმწიფებელი, მწვანე... ბარში ჩავედი და იქ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ორ სიტყვას... „ტო"-ს თუ ხმარობდი. ... მოკლედ მიხვდებით და გამიკვირდა.

სანადიროში, მუშაში (ნადში) კაცები საუბრისას ცუდ, უპატიურ სიტყვებს გვერდს ვუვლიდით და ისე ვყვებოდით იუმორისტულ ამბებს.... (ცუდი სიტყვის თქმა უჯიშოობას ნიშნავდა).... უნივერსიტეტის ეზოში გოგო-ბიჭები ერთად იდგნენ და ისეთ სიტყვებს ამბობდნენ, მე თივასავით გამოუსვლელს შემრცხვა და გავერიდე.

სკამზე მჯდომი ადამიანი ფეხზე აუდგომლად ხელს ართმევდა მომსალმებელს.... გავოცდი. მთაში ბავშვი რომ შემოსულიყო, ყველა ფეხზე დგებოდა.... ყური წავჰკარი ქუჩაში: მამაჩემის ხნის კაცი უკუღმა იგინებოდა..

მე (თივასავით გამოუსვლელმა) გავიფიქრე: ამან შვილს რა უნდა ასწავლოს -მეთქი... დღესაც ბევრი რამე მაოცებს.

ვიცი, ვიბოდიალე და ისე დავწერე ეს ტექსტი.... უბრალოდ, ჩემი ბიძაშვილის Nugzar Daiauri -ის გამოუსვლელი თივის ხვეტისას ვფიქრობდი ამ ყველაფერზე.... მადლობა შინშო.... მთა ფიქრისთვის ყოფილა გაჩენილი. P.S. მიყვარხარ სამშობლო!!!“, - წერს გელა დაიაური.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სასაფლაოზე მკითხა, დედა, მამას ახალი სახლი ეს არისო? გაუჩნდა ჩემი დაკარგვის შიში, ვაითუ, დედაც აღარ დაბრუნდეს ერთ დღეს“ - ნიკა ქაცარიძის ცოლის ემოციური ინტერვიუ

🔵„ეს არის კოვიდი სტატისტიკის მიღმა და ფხაკაძის მორიგი ახდენილი „წინასწარმეტყველება”... არაფერი გვეშველება“ - რას წერს ჯანდაცვის ექსპერტი

🎥 „გოგო იყო ახალგაზრდა, სტუდენტი და შეყვარებულმა მოკლა. მიზეზი არ ვიცით. არც ხმა გამოდიოდა“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები