ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის ირგვლივ ყველა დავირუსებულია. მათ მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილები აწუხებთ.
აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა და ამ პრობლემას კოვიდ სტატისტიკის მიღმა ფაქტი უწოდა.
„ნახეთ, რის შესახებ წერს ნანუკა... რეალურად, ეს არის კოვიდი სტატისტიკის მიღმა და ფხაკაძის მორიგი ახდენილი „წინასწარმეტყველება”...
სიტყვა კოვიდი აიკრძალა საქართველოში… აფთიაქში, პოლიკლინიკაში, საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროში…
დღეს ბავშვთა საავადმყოფოები გადატენილია, რატომ? რეანიმაციების ოფიციალური სტატისტიკა სად არის?!
დადეთ და აუხსენით მოსახლეობას, რომ 50 წელს გადაცილებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა… კოვიდის არ უნდა გვეშინოდეს. კოვიდს მალვა კი არა, მართვა უნდა.
წინადადებით შემოვდივარ, სირაქლემა ეროვნულ ცხოველად გამოვაცხადოთ… აშკარად არაფერი გვეშველება…. დამარწმუნეთ, რომ ვცდები…“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇