Digest Logo

🎥 „გოგო იყო ახალგაზრდა, სტუდენტი და შეყვარებულმა მოკლა. მიზეზი არ ვიცით. არც ხმა გამოდიოდა“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

1668760845

36 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებული 22 წლის ბიჭია. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ქირით, ერთმანეთის გვერდით იტალიურ ეზოში ცხოვრობდნენ. დაპირისპირება მათ შორის, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 22 წლის ბიჭმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი მიიმალა. 

„გოგო იყო ახალგაზრდა, სტუდენტი და შეყვარებულმა მოკლა. მიზეზი არ ვიცით. არც ხმა გამოდიოდა. ქირით ცხოვრობდნენ, მაგრამ გოგოები თუ იყვნენ, ეგეც არ ვიცოდით“, - აცხადებენ მეზობლები.

ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. 22 წლის ბიჭს კი ბრალს, სავარაუდოდ, დღის ბოლოს წაუყენებენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მოიმატებს პირადი ცხოვრების გამო უცხოეთში მოგზაურობის ალბათობა... შესაძლოა დესტრუქციული ფორმებიც მიიღოს “ - რას მოიტანს ვენერას მშვილდოსანში გადასვლა

🎥 „ორნი იყვნენ. წამოდითო, გაკატავებთო, 100 ლარებს მოგცემთო... თეთრი, მაღალი ჯიპი იყო“ - ბავშვების გატაცების მცდელობა სოფელ სკრაში

🎥 +18 „რუსებს სიგარეტზე უარი ვუთხარით და აი, ხოდი“ - რუსებმა ქართველ გოგოებს აგინეს