Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. იგი 2021 წლის 15 სექტემბერს ვერაზე დაჭრეს. 2 თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკა 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღნიშნულ თარიღს ემოციურ პოსტით მამა იოანე ხელაია ეხმაურება:
„სადაც არ უნდა ვიყო,როგორც არ უნდა ვიყო, რა ასაკშიც არ უნდა ვიყო, ცოცხალი თუ მკვდარი, არ არსებობს მდგომარეობა ნიკო ჩემი ფიქრებში და მონატრებაში არ მყავდეს.
სანამ ვიარსებებ ჩემთან იქნება ეს ყველაზე მაგარი, ჭკვიანი, უპატიოსნესი, მოსიყვარულე და მართალი ბიჭი, რომელიც უსამართლოდ დახვრიტეს.
ეჰ, დადგება დრო, აუცილებლად დადგება დრო და ამას ვერავინ შეაჩერებს. უსამართლო სისხლში გასვრილებს, ჩავხედავ თვალებში და და მხოლოდ ერთ კითხვას დავუსვამ, რისთვის? რისთვის? და რისთვის? ეს დღე მკლავს“, - წერს მამა იოანე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ლიანას და ზურაბის 32-წლიანი სიყვარულის ისტორია - გივიკო დიდიას მოგზაურობა მუჭუთას მთაზე
„ჩემი ბიჭი“ - რა ფოტოს აქვეყნებს თათია შარანგია
🔵🎥 მარიამ მათიაშვილის ქორწილში ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა იმღერეს - შთამბეჭდავი კადრები