რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ბექა პატურაშვილისა და ნატალი ღვედაშვილის შვილი ერთი წლის ალექსი, რომელიც სიმსივნის უიშვიათეს ფორმას ებრძოდა 2020 წელს გარდაიცვალა. მას შემდეგ ნატალიმ ფონდი „ალექსის სახელით“ გახსნა, რომელიც ძალიან ბევრ ბავშვს ეხმარება მძიმე სენთან ბრძოლაში.
ერთ-ერთი მათგანი იყო ერსანი, რომელიც ახლახან გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ფონდის დამფუძნებელმა ნატალი ღვედაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ჩვენი ერსანი, რომელსაც ამდენი ადამიანი, ამდენი ხანი ვგულშემატკივრობდით….
უსასრულოდ მტკივა და მაწუხებს ბავშვების გარდაცვალება. უსასრულოდ მექნება პროტესტი და კითხვა სამყაროსთან - რატომ ბავშვები?!
ესაა მახინჯი შეცდომა სამყაროს სისტემაში რაც იქ, ზემოთ უნდა გამოასწორონ!“, - წერს ნატალი ღვედაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი რურუას სიმამრობა, შვილის გარდაცვალება და მეუღლის დაკარგვა - გივი სიხარულიძის უცნობი ამბები
⭕„SOS!!! მიცვალებული გაიჭედა ლიფტში, ვერ ვკრძალავთ ადამიანს“ - შოკის მომგვრელი ამბავი ვაკიდან