სოციალური ქსელის მომხმარებელი მერი ცინარიძე რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ამბავზე წერდა და ამბობდა, რომ კლასმა ტორტის საყიდლად ფული ააგროვა, ერთმა მშობელმა თანხის არ ქონის გამო, საჭირო რაოდენობა ვერ დადო, რის გამოც მის შვილს ტორტი არ აჭამეს.
ამ პოსტის შემდეგ შემთხვევას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამბის გაგრძელებაზე ლეიბორისტული პარტიის წევრი ნინო მეტრეველი წერს.
„ეს რა წავიკითხე, ხალხო! ეს რა საშინელებაა! რამ გააღორა ეს ხალხი?! ამდენ მშობელში ერთი ადამიანი როგორ არ აღმოჩნდა?! და რაღა გვიკვირს ამის მერე?!
საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის მშობელმა ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) სამართლებრივი დახმარების მიზნით მიმართა. მშობლის განმარტებით, კლასის სხვა მშობლებთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დამრიგებლის საჩუქრისთვის გამიზნული თანხის დადებაზე უარი განაცხადა და თანხის ნაწილი მხოლოდ იმ ტკბილეულისთვის გადაიხადა, რომლითაც მშობლები ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებს უნდა გამასპინძლებოდნენ.
ღონისძიებაზე ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვს უთხრა, რომ მას წესით ტორტი არ ეკუთვნოდა, რადგან მის მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული და ტკბილეულის ჭამის ნება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ შეეცოდათ.
ორგანიზაციის ცნობით, ამის გამო ბავშვი მშობელთან, რომელიც ეზოში ელოდებოდა, ატირებული გაიქცა. დედამ მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობა.
„ამ და სხვა შეუსაბამო ფაქტებთან დაკავშირებით მშობელი მუდმივად აყენებდა საქმის კურსში დამრიგებელს, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია და ბავშვის დასაცავად არაფერი მოუმოქმედებია. მომხდარის შემდეგ, ბავშვის კლასიდან გაშვების მიზნით, ამავე კლასის 15-მა მშობელმა დაწერა განცხადება მათი შვილების სხვა კლასში გადაყვანის მოთხოვნით, რის შესახებაც ინფორმაციას არა თუ ფლობდა დამრიგებელიც, ახალისებდა მშობლების დამოკიდებულებებს, რამაც უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა."
ადმინისტრაციული სასჯელი კი არა, კინწისკვრითაა გასაგდები საგანმანათლებო სისტემიდან“, - წერს ნინო მეტრეველი.
ასევე დაგაინტერესებთ👇