ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძეზე საჯარო პოსტს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებულ შეურაცხმყოფელ შეფასებებს ეხმაურება.
როგორც ფანჯიკიძე წერს, ამირან გამყრელიძის პროფესიონალიზმში მას ეჭვი არ ეპარება.
„ამირან გამყრელიძის არც პროფესიონალიზმში მეპარება ეჭვი, არც ადამიანობაში და არც მის საქმის მიმართ დამოკიდებულების მაღალ კულტურაში.
ვწუხვარ, რომ მის შეურაცხყოფას ცდილობენ და საერთოდაც ვწუხვარ, რომ ადამიანის განადგურების მასობრივი კამპანიები ასეთ ეროვნულ თვისებად ჩამოყალიბდა.
ბრბოსთვის საჯიჯგნად გადაგდება იმ ხალხის, ვინც რაღაცას ქმნის, დიდი პროექტის განხორციელების თვისება აქვს და ქვეყნიდან არ გარბის, წვლილი შეაქვს რამის განვითარებაში, არც მადლობას ითხოვს არავისგან, იქნებ როგორმე ვაჯობოთ თავებს და სიცოცხლე მაინც ვაპატიოთ ხოლმე“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇