დუეტ „ლეონის“ წევრებს, მომღერალ ლევან წვერავასა და მის ულამაზეს მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს 29 მაისს მეორე შვილი შეეძინათ. წყვილი ორი ვაჟკაცის მშობელია.
ისინი ხშირად აქვეყნებენ ერთმანეთის შესახებ პოსტებს თუ ოჯახურ კადრებს.
ამჯერად, წყვილი შვილების მორიგ ვიდეოს გვიზიარებს:
„უყვარს და რა ქნას?
კოცნის, ეფერება, ცოტას აწვალებს კიდეც. ეს კადრები რომ გაიზრდებიან, ყველაზე ძვირფასი მოგონება იქნება“, - წერია ვიდეოს აღწერაში.
დუეტი „ლეონი“ არის პოპულარული ქართული მუსიკალური წყვილი, რომელიც შექმნეს მეუღლეებმა, ლევან წვერავამ და ნინი კენჭიაშვილმა. მათ განსაკუთრებული აღიარება მოიპოვეს თავიანთი რიტმული, მელოდიური და ემოციური სიმღერებით, რომლებიც ხშირად სიყვარულის თემას ეძღვნება.
დუეტის რეპერტუარში ბევრი ცნობილი ჰიტია, რომლებსაც მილიონობით ნახვა აქვთ სოციალურ ქსელებსა და „იუთუბიზე“.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემს ბიჭებთან ერთად“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად თურქეთში ისვენებს