შაბათი, 02.05.2026 ინდიკატორი - წარმატება.
წარმატების დღე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პოზიტიური ინდიკატორია. ის ხელს უწყობს საქმის შედეგზე გასვლას, წინსვლას, განვითარებას და იმ საქმეებს, რომლებსაც კეთილდღეობისა და ზრდის მიმართულებით მიჰყავხართ.
დღეს მნიშვნელოვანია გაააქტიუროთ მხოლოდ ის, რისი გამრავლებაც და გაძლიერებაც ნამდვილად გსურთ. სასიკეთოა:
✅ შეხვედრა
✅ მოლაპარაკება
✅ სწავლა
✅ ახალი იდეის ჩაშვება
✅ პირადი ბრენდის აქტივობა
✅ მნიშვნელოვანი განაცხადი
✅ პოზიტიური შეთანხმება.
არ გირჩევთ:
კონფლიქტის დაწყებას, ვალის აღებას, დავის წამოწყებას, ნეგატიური პროცესის გააქტიურებას ისეთ ნაბიჯს, რომლის შედეგის გაზრდაც არ გსურთ დღე: 丙子 — ცეცხლის სტიქიის ვირთხის დღე სახიფათო დღეა ცხენისთვის.
მეტი ყურადღება გამოიჩინონ ცხენის წლებში დაბადებულებმა: 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026.
განსაკუთრებული შენიშვნა: დღე დაძაბულია წლის ენერგიასთანაც, ამიტომ მიუხედავად წარმატების ინდიკატორისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა იყოს გააზრებული და არა იმპულსური.
სასიკეთო საათები: 07:00–09:00 15:00–17:00 17:00–19:00 21:00–23:00.
💙🩶დღის ფერი: ლურჯი ან ნაცრისფერი ლურჯი და ნაცრისფერი ფერები დაგეხმარებათ სიმშვიდის, სტრატეგიული აზროვნების, ემოციური ბალანსისა და დისტანციის შენარჩუნებაში.
კარგი არჩევანია, თუ გინდათ წარმატების ენერგია არა აჩქარებით, არამედ სიბრძნით გამოიყენოთ. ინის დღის მეტა-ფორმულა: დღეს წარმატება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ცეცხლს წყლის სიბრძნით წარმართავთ.
დღის სლოგანი: იჩქარეთ არა სწრაფად, არამედ სწორად.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის სასურველი და რისგან შევიკავოთ თავი სავსემთვარეობის დღეებში - ეზოტერიკოსის რჩევები
🎥 „ყურადღებით იყავით, ეს ნივთი არის საბუთი შეპყრობის“ - გოგა მანია ვიდეომიმართვას ავრცელებს