Digest Logo

„ვაფუძნებთ სტიპენდიას #მთისხმა, რომლის პირველი სტიპენდიატი მარგარეტ დაიაური იქნება“ - გიორგი კეკელიძე

1681295458
გიორგი კეკელიძეგიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ონლაინ გამოცემა „მთის ამბებთან“ ერთად, ახალ სტიპენდიას - „მთისხმას“ აფუძნებს.

🔵 „ლენინი მგონია უკვე თავი“ - რა ფოტოებს ავრცელებს გიორგი კეკელიძე

მისივე თქმით, პირველი სტიპენდიანტიც უკვე შერჩეულია და ის მარგარეტ დაიაურია, გოგონა შატილიდან.

„მთის ამბები / mtisambebi.ge - თან ერთად ვაფუძნებთ სტიპენდიას #მთისხმა, რომელიც მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ ადამიანებს გადაეცემა, მათ, რომელთაც საკუთარი გამორჩეული წვლილი აქვთ შეტანილი ქართული მთის განვითარებაში.

პირველი სტიპენდიატი მარგარეტ დაიაური იქნება, გოგო, რომელიც შატილში დამკვიდრდა, ასწავლიდა და ახლაც იქ ცხოვრობს“,- წერს კეკელიძე.

აღნიშნულ ფაქტს თავად ადრესატი მარგარეტ დაიაური, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა;

„ვაიმე გული ! გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze უსაზღვრო მადლობა !!! გელა მთივლიშვილი გელა უდიდესი მადლობა ! საერთოდ ყველაფრისთვის ! და იმ ადამიანებსაც მადლობა, რომელთან ერთადაც ასეთ უმნიშვნელოვანეს საქმეებს აკეთებთ !“,- წერს დაიაური. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მიზეზი, თუ რატომ უყვარს ყველას“ - ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია

🔵 „ტოპ 24 ამერიკის ვარსკვლავში!!! არ მჯეროდა, რთული გზა გავიარე აქამდე“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე

🎥 რატომ ატირდა ნუცა ბუზალაძის დედა პირდაპირ ეთერში - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში