Digest Logo

„ვაიმე, ბაკურიანის ფოტო შეეშალათ. არ შევარჩინოთ! ...“ - რას წერს მარიკა ბაკურაძე კომპანია Wizz air-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს გამოხმაურებაზე

1703062015
მარიკა ბაკურაძე

დაბალბიუჯეტიანმა კომპანია Wizz air-მა, რომელიც საქართველოში წლებია ოპერირებს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ფოტო-რეკლამა გამოაქვეყნა, სახელწოდებით „საქართველო ბაკურიანი“ - რომელიც რეალურად „გუდაურის“ ფოტოა. კომპანიის ამ „შეცდომას“ ქართველების ნაწილი კომენტარებში ზოგი ხუმრობით, ზოგი კი აგრესიულად გამოეხმაურა.

Wizz air-ის ფოტოს ქვეშ კომენტარებში საზოგადოების კრიტიკულ შეფასებებს, ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„ქართველების კომენტარები ამ ფოტოზე...  ხანდახან მგონია, რომ კონკურსი გვაქვს გამოცხადებული, დაცინვაში...

გასაგებია, რომ არაა ეს ბაკურიანი, ვიცით, გავიგეთ, მაგრამ ცუდი წერია რამე?

ფოტო კარგია, ამხელა რეკლამაა, ოკ, მოვუთითოთ მაგრამ ადამიანურად.. ხომ შეიძლება? ზოგადად ვიზ-ეარი რომ არ შემოსულიყო საქართველოში, ამდენს ვერც ვერავინ იმოგზაურებდა, ხარვეზების მიუხედავად მაინც ბიუჯეტურია, მოსახერხებელია, ყოველთვის გატენილია ყველა რეისზე თვითმფრინავი, ესე იგი დაფრინავთ მშვენივრად.

დასავლეთ საქართველოს ნაწილი გამოაცოცხლა ამ რეისებმა, უამრავი კარგი რაღაც მოხდა და ვაიმე უცებ ბაკურიანის ფოტო შეეშალათ.

არ შევარჩინოთ!

საჯაროდ ვუწეროთ კომენტარები! დავცინოთ! როგორ მოხდა რომ გუგლიდან ფოტოს არჩევა არ სცოდნიათ?! საყოველთაო ქილიკი, სასწრაფოდ!
ძალიან სირცხვილია რა..

ჩვენივე სირცხვილია, თორემ იმათ კი არ აკლდებათ რამე  

ნეტაი, საქმის კეთებაში ვეჯიბრებოდეთ ასე ერთმანეთს...“,- წერს ბაკურაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵 „ბევრისგან მსმენია, რომ ჩემი ზუსტი ასლი ხარ. სინამდვილეში ჩემზე ბევრად მეტს მიაღწევ...“ - მიხეილ სააკაშვილი უმცროს ვაჟს დაბადების დღეს ულოცავს

🔵 ჩინეთში მომხდარ მიწისძვრას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

🔵 22 დეკემბრამდე საქართველოში ცივი ამინდია მოსალოდნელი