Digest Logo

„ვამაყობ რომ ქართველი ვარ! ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ნაკრებს,  რომელმაც ასე ღირსეულად წარმოაჩინა თავი“ - გიორგი გველესიანი

1719845036
გიორგი გველესიანი

საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შესახებ წერს.

იგი საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

„ვამაყობ რომ ქართველი ვარ!

რთულია გადმოგცეთ ჩემი გაორებული შეგრძნებები. ერთის მხრივ, ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ნაკრებს,  რომელმაც ასე ღირსეულად წარმოაჩინა თავი, ამ უდიდეს ასპარეზზე, თითქოს შეუძლებელი შეძლო, თითქოს, ამ დაუღალავმა 33-წლიანი წყურვილმა და მოლოდინმა სიხარულისა, ერთიანობისა და სიამაყისა, ერთიანად ამოხეთქა და მოიცვა მთელი ერი. ვისაც ოდესმე ვიცნობდი,ვისაც ოდესმე შევხევდრილვარ, ან და ვისთვისაც, თუნდაც ერთხელ ხელი ჩამომირთვამს, ყველა გახარებული და გაბრწყინებული თვალებით ვნახე.
ეს დაუვიწყარი შეგრძნებებია.

მეორეს მხრივ, რაღაც არ მასვენებს, ვიცი რომ მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ, ვიცი რომ თითქმის უნაკლოდ დაბალანსებულ გუნდს შევხვდით, რომელთა წინააღმდეგ „ბურთი მრგვალი” არავისთვისაა, რომელთა წინააღმდეგ არცერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. თუმცა, ასეთ მონსტრთან დავწინაურდით, გაჩნდა შეგრძნება, რომ ჩვენ ამასაც შევძლებთ. მთელი პირველი ტაიმი თავს შეუპოვრად ვიცავდით, ისინი კი აგრძელებდნენ, წყნარად მშვიდად და ორგანიზებულად, ყველა მხრიდან შეტევებს, საბოლოოდ ეს უპირატესობა მათ გოლებში და გამარჯვებაში გადაიზარდა. ბევრს ვფიქრობ და მაქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, ალბათ ისე როგორც ყველა ჩვენგანს, მაგრამ, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ ფეხბურთში საბოლოოდ კანონზომიერება ყველაფერს თავის ადგილს უჩენს.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ნამდვილად გამორჩეულები იყავით. ემოციურებიც, კულტურულებიც, ერთიანებიც, ლამაზებიც და ენერგიულებიც. ეს თქვენი დიდი გამარჯვებაა!“, - წერს გიორგი გველესიანი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Giorgi Gvelesiani (@giorgigvelesiani)

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„10 წლის იყო აკადემიაში რომ წავიდა, დედასთან უნდოდა წამოსვლა... ეს ბინა გვიყიდეს ბელგიელებმა“ - რას ჰყვება გიორგი ჩაკვეტაძის დედა

„შენ ხარ პასუხი ჩემ ყველა შეკითხვაზე...“ - დავით გოგიჩაიშვილის ემოციური მილოცვა ცოლს

გიორგი გასვიანის დედა იუბილარია - როგორ მიულოცა ტელეწამყვანმა რუსუდან კაჭარავას დაბადების დღე