საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთს ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს ესპანელები ფლობდნენ, სწრაფ კონტრშეტევაზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა. გოლი საკუთარ კარში მეთვრამეტე წუთზე ლე ნორმანდმა ჩაჭრა.
საქართველოს ნაკრების წარმატებას UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გამოეხმაურა:
„ძალიან ვამაყობ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი თამაშით, მათ ისტორია შექმნეს. მეორეს მხრივ, ესპანეთი შეუჩერებელია, რასაც მოედანზე აკეთებენ მხოლოდ ფეხბურთი კი არა, წმინდა ჯადოსნობაა“, – წერს ილია თოფურია.
Sobre el partido de ayer.
— Ilia Topuria (@Topuriailia) July 1, 2024
Estoy muy orgulloso del increíble desempeño del equipo Georgiano en esta Eurocopa. Han hecho historia . Por otro lado, España está imparable, lo que hacen en el campo no es solo fútbol, es pura magia.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა გერმანიაში, ქალაქ კიოლნში მიმდინარეობდა.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო.
ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა. 26 ივნისს კი საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფში გავიდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕აღმოჩენილია დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი - დეტალები
⭕საგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება