დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ - ამის შესახებ ინფორმაცია „უფლებები საქართველომ“ გაავრცელა, რასაც გარდაცვლილი გოგოს დედა გამოეხმაურა და ფეისბუკის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა.
„12 წლის ანის დედა გწერთ - ჩემი შვილის მკვლელობის ადგილის გაკაფვა-გაჩეხის ფაქტის შესახებ.
მქონდა კომუნიკაცია შემდგომში იმ ადგილზე რომ არ მომხდარიყო კვლავ უბედური შემთხვევა და ვითხოვე განათება და მოწესრიგება. ოღონდ ჯერ არ არის დასრულებული გამოძიება და ექსპერტიზის პასუხები მოსული, ამიტომ ამ ადგილზე კვლავ ხდებოდა დაკვირვებები და ა.შ.
გამგეობამ როგორც ამიხსნა მიმართა საგამოძიებო უწყებებს და მათი ნებართვით მოხდა რაც მოხდა. მე დღეს მოვითხოვე პასუხი ამ ნებართვის გაცემის შესახებ. ვარ მოლოდინის რეჟიმში, ამის გაკეთება ჯერ კატეგორიულად არ შეიძლებოდა“, - წერს ნატო ხუთაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს სავსემთვარეობაა - მძიმე კოსმიური ენერგიების დღე“ - მიხეილ ცაგარელი