Digest Logo

ვარლამ ლიპარტელიანი მეოთხე შვილის მამა გახდა

1728306693
ვარლამ ლიპარტელიანი

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი და მისი რჩეული გიული ჭკუასელი მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ. 

წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე ვარლამ ლიპარტელიანი  გადაცემის „გვიანი დილა“ სტუმარი იყო, სადაც მეუღლესა და  მშობიარობის მოლოდინზე ისაუბრა.

„უმნიშვნელოვანესია ოჯახი ყველასთვის. ვცდილობ, წვლილი შევიტანო ბავშვების განვითარებაში, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მეტი დრო დავუთმო მათ.

ამ ყველაფერს ძირითადად ჩემი მეუღლე აკეთებს და ვიტყოდი, ეს გმირობის ტოლფასია. სპორტიდან გამომდინარე ძირითადად შეკრებებზე მიწევს ყოფნა და მთელი დატვირთვა ჩემს მეუღლეზე მოდის.

ჩვენს ქვეყანას სიმრავლე ძალიან სჭირდება, ამაზე მაგარი არაფერი არ არის“, - ამბობდა ვარლამ ლიპარტელიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „11-მდე დედამიწა პოზიტიურ ენერგო-ველშია, შემდეგ კი ყურადღებით იყავით“- კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

🎥 იცოდით, რომ ენერგეტიკას გაძლიერება 3 თვეში ერთხელ სჭირდება? - ანზორ ოდიშარიას რჩევები

🎥 „პატიმარი ცემაში შემოაკვდათ... რუსთავში გადაყავდათ და გზაში მოკლეს ეს ბიჭი“ - რას ჰყვება ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი წინა ხელისუფლების რეჟიმზე, რაც მან პირადად გამოცადა