საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსულმა პროპაგანდამ საქართველოში თავი ვერ დაიმკვიდრა და მონური განწყობები მოუსავლეთში მიდის.
„ვაშა მეგობრებო, ჩვენი ერი ჯანსაღია, გონიერი და ამავე დროს შინაგანად სამართლიანი და აწი რამდენიც არ უნდა იწვალოს რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ, ეგ მანქანაც მათი ტანკებივით ჟანგიანი და ძირმომპალია. საქართველომ იცის მტრის და მოყვრის გარჩევა და სავალი გზის ამორჩევაც.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთისგან თავის დაღწევის მსურველთა ისედაც დიდი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.
გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
მოკლედ საქართველო თავისუფალია. მონური განწყობები საბოლოოდ ქრება და ქრება და მიდის მოუსავლეთში“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ცნობისთვის, კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.
ამავე თემაზე:
🔵 ნუცა ბუზალაძე AMERICAN IDOL-ის TOP 12 მონაწილეს შორის მოხვდა
🔵 „ვულოცავ ნუცას ამ წარმატებას და ვუსურვებ წარმატებას შემდეგ ეტაპზე!“ - დავით ზალკალიანი