Digest Logo

„ვემშვიდობებით დიდ სულს, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრებას სიბრძნით, სიკეთით და სიყვარულით შეეხო“ - არუნ ხათრი

1774166193
არუნ ხათრი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ.

პატრიარქს ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაემშვიდობა:

„დღეს ჩვენი გულები მძიმეა.

პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის დღეს, ჩვენ ვემშვიდობებით დიდ სულს, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრებას სიბრძნით, სიკეთით და სიყვარულით შეეხო.

ჩემი და ჩემი ოჯახის მხრიდან გამოვხატავთ ღრმა პატივისცემას და მწუხარებას. მისი სიტყვები, კურთხევა და არსებობა ყოველთვის დარჩება სინათლედ ჩვენს ცხოვრებაში.

დიდი სული არასოდეს ტოვებს, ის ადამიანების გულებში აგრძელებს ცხოვრებას. შევინახოთ იგი ჩვენს გულებში სამუდამოდ.

მშვიდობით განისვენოს“, - წერს არუნ ხათრი.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ:

მრევლი პატრიარქს ემშვიდობება - სამების საკათედრო ტაძრის კარი გაიღო

🎥 „გავა დრო და მოვუყვებით შვილებს...“ - რას წერს ლევან წვერავა ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდიდან

„მეტად გაახარე, გაამხიარულე, გააფერადე შენი თავი! გთხოვ, სიკვდილამდე ნუ მოკვდები!“ - რას წერს ლევან შელეგია