Digest Logo

„ვემშვიდობებით საყვარელ ბუბას და მის საფლავთან წავაქცევთ ღვინოს“ - კოტე ყუბანეიშვილმა ბუბა კიკაბიძის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა

1673936293
კოტე ყუბანეიშვილი

პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა ბუბა კიკაბიძის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა.

„დააკლდა ქალაქს
დააკლდა უბანს
დააკლდა სცენას
დააკლდა კინოს
ვემშვიდობებით საყვარელ ბუბას
და მის საფლავთან წავაქცევთ ღვინოს
არ ასვენებდა სამშობლოს დარდი
თავის თეთრი თმის ყოველი ღერით
და მომღერალი ის იყო ნაღდი
ვის სიმღერებსაც
დღესაც ჩვენ ვმღერით
და ამ დანაკლისს ჩვენ ვიგრძნობთ ხვალვე
სახეები რომ გვრჩება მჟავენი
ის იყო ჩვენი მედროგე პავლე
გინდა მიმინო გინდ ბენჟამენი
მისთვის მთავარი არ იყო ფული
და კიკაბიძე ის იყო გვარად
საქართველოსთვის სული და გული
და ესეთივე დარჩება მარად
„ტაია ტაია ვოტატაია და..“ - წერს კოტე ყუბანეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს მსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, მას 19 იანვარს დაკრძალავენ.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„არც მე და არც გურამ საღარაძე ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით, ჩვენზე ბევრად მაღლა იდგა“ - ბუბა კიკაბიძე

🔵ნახეთ, როგორ ემშვიდობება „ლარისა ივანოვნა“ ბუბა კიკაბიძეს

🔵 როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - დაათვალიერეთ ფოტოები