
მოდელი, ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ულამაზესი ფოტოებით ხშირად ანებივრებს.
7 ივლისს, „კავეა სითი მოლში“ თიკა ფაცაციას ახალი სიმღერის პრემიერა გაიმართა. სიმღერაზე სახელწოდებით „ბედნიერების მჯერა“ მომღერალი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა.
როგორც ცნობილია, სიმღერის ავტორი კომპოზიტორი, რუსა მორჩილაძეა, ტექსტი კი ირინა სანიკიძესა და თიკა ფაცაციას ეკუთვნის.
არანჟირებასა და ორკესტრირებაზე ნიკოლოზ რაჭველმა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა იმუშავეს.
ღონისძიების ამსახველი კადრები თიკა ფაცაციამ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გაავრცელა და იქ მისულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა:
„ვერ გამოვდივარ ამ ბედნიერი დღის ემოციიდან. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვინც იქ იყო, ჩემს გვერდით, ვინც გადადო ყველაფერი და მოვიდა.
მოხდა სასწაული და ყველას გადაედო ეს ბედნიერება და შევივსეთ ემოციით, რომელიც ასე მოგვნატრებია.
მარტო მე კი არა ყველას გვჯეროდა ბედნიერების და ამ ემოციას დღემდე მიზიარებთ.
დანარჩენს ვიდეოდან არ მიგაკლდებათ ეს ემოცია“, - წერს თიკა ფაცაცია.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/1929095154592628/?s=single_unit
ასევე დაგაინტერესებთ: