Digest Logo

„ვერ გაუძლო ემიგრანტობის მძიმე ტვირთს და ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა. იტალიის ქუჩებში უგზო-უკვლოდ დარბის“ - თამუნა მუსერიძე ემიგრანტზე

1682401375
თამუნა მუსერიძე

ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ლალი როსტიაშვილის შესახებ წერს და ამბობს, რომ საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ მას დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა, რის გამოც, ახლა ქუჩაში უგზო-უკვლოდ დადის და არავის უჯერებს. 

თამუნა მუსერიძის თქმით, ემიგრანტთან ჩასული იყო შვილი და ქმარი, თუმცა არც მათ გაჰყვა საქართველოში.

„იტალიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა კარგად იციან ამ ქალბატონის შესახებ. ამჯერად მინდა, რომ თქვენც გაგაცნოთ და რჩევა გკითხოთ. ფოტოებზე თქვენ ერთი და იგივე ქალბატონს, ლალი როსტიაშვილს ხედავთ. ეს ფოტოები რამდენიმე თვის შუალედით არის გადაღებული. იტალიაში ჩასვლის დროს და რამდენიმე თვის მერე, სამწუხაროდ ლალიმ ვერ გაუძლო ემიგრანტობის მძიმე ტვირთს და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა.

არ უსმენს და არ უჯერებს არავის. იტალიის ქუჩებში უგზო-უკვლოდ დარბის. ქართველები პერიოდულად პოულობენ, მიჰყავთ საავადმყოფოში, მაგრამ იქიდან იპარება და ისევ ქუჩებში გარბის. შვილმა იტალიაში ჩააკითხა, მაგრამ საქართველოში არ გამოჰყვა. ამჯერად ქმარია ჩასული და არც მას მოჰყვება. საელჩო ამბობს, აქედან ძალით ვერავის გავუშვებთო. უმორჩილესად გთხოვთ, დაგვაკვალიანოთ, რისი გაკეთება შეიძლება? ვის, რა ზომებს მივმართოთ? როგორ დავაბრუნოთ ლალი საქართველოში?“, - წერს თამუნა მუსერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ეს იყო ძალიან ძალიან ძლიერი, ემოციური, გამჭოლი და შთამბეჭდავი შესრულება, თუმცა…“ - რას წერს ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძეზე

🔵ნუცა ბუზალაძე AMERICAN IDOL-ის TOP 12 მონაწილეს შორის მოხვდა

🔵„ძალიან დიდი სირცხვილია არ გესმოდეს გამწარებული დედების ხმა “ - ხატია სიჭინავა