
ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც დროის კონკრეტული მონაკვეთის ასტროლოგიურ პროგნოზს საზოგადოებას უზიარებს ხოლმე.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც 21 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს.
ზოგადი მიმოხილვა
მერკურის რეტროგრადული პერიოდი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაცები გართულდება. სირთულეები შეეხება ინტერნეტსაც, გაგვიჭირდება ინტერნეტით მუშაობა, შენელდება, თუმცა ამასაც გადავიტანთ. მომდევნო კვირაში შევდივართ 2025 წლის დაბნელებების დერეფანში, რაც იმას ნიშნავს რომ რაც 2023-24 წლებში იყო, ყველაფერი დასრულდება. ახალი ენერგიები წამოვა და განსხვავებულ ქმედებებს მოითხოვს ჩვენგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თევზების დაბნელებების პერიოდი. გამოაშკარავდება ბევრი საიდუმლო ფაქტი. ბევრი ადამიანის რეალური სახე და საიდუმლოებები გამჟღავნდება. პირველ რიგში მე დავინახე ერთი ასტროლოგის სახე, სამწუხაროა, რომ ვიღაცები თავის თავებს ასტროლოგებს უწოდებენ, მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა ასტროლოგები გალანძღონ. ყველა ადამიანის სულიერ მდგომარეობას დავინახავთ. მომავალი ორი კვირა რთული არის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, შესაძლოა რაღაცებს ვერ იგებდეთ და გეგონოთ, რომ ყველაფერი დასრულდა. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც რომ გვაქვს გადაფასებების და არჩევანის პერიოდიც. კარგად უნდა გააანალიზოთ თქვენი ქმედებები. შინაგანი ემოციური ფონი მომატებული გაუგებარი და უკონტროლოა. როგორც ფინანსურ კონტექსტში, ისე პარტნიორულ ურთიერთობებში. უნდა გვქონდეს მიმღებლობა და ვაღიაროთ რომ რაღაცაში ვცდებოდით. კარმულ კანონზომიერებებს როგორც მივიღებთ და წარმართავთ შინაგან გარემოს, ისე წარიმართება მომდევნო ორი კვირა. პროტესტის გამწვავებული გრძნობა გექნებათ და ღირებულებებზე დაფიქრდებით. ჩვენი ძალა იქნება ჩვენი სულიერი განვითარება. მნიშვნელოვანია გამოვხატოთ უპირობო სიყვარული. გამოცდები კი იქნება ფინანსური და მატერიალური კრიზისის ფონზე.
რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში?
ვერძი
მაქსიმალურად გაჰყევით დინებას და ბევრი ენერგია არ დახარჯოთ. რასაც აირჩევთ ნებისმიერ სფეროში აუცილებლად გამოგივათ. არ არის გამორიცხული შეიცვალოთ სამსახურებრივი ღირებულება. იფიქრეთ სულიერ სიმშვიდეზე და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული ახალი რაღაცების დაწყება და დაბანდება.
კურო
საკმაოდ გამომწვევი კვირაა ახლობლებთან, შვილებთან ოჯახთან. შესაძლოა ეს იყოს დაკავშირებული მატერიალურ კონტექსტში. არის ქაოსური პერიოდი მათთვის ვინს დაბადებულია 15 მაისიდან 21 მაისის ჩათვლით. მიაქციეთ ყურადღება გულ-სისხლძარღვთა სისტემას. არავის მისცეთ საშუალება დაგირღვიონ სიმშვიდე.
ტყუპები
რთული პერიოდია კარიერული თვალსაზრისით. შესაძლოა განცდა გქონდეთ იმის, რომ არ წარმოადგენთ არაფერს. თვითშეფასება ეცემა, თუმცა ეს არ მოქმედებს ფინანსებზე. გამოწვევები გელით, ყურადღება მიაქციეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, არის კონფლიქტური პერიოდი. კამათში არ შეხვიდეთ უფროს ადამიანებთან.
კირჩხიბი
მნისვნელოვანი პერიოდია ახალი სოციალური პროექტების თვალსაზრისით. კარმული პასუხისმგებლობები გაკისრიათ, რომელთაც თავი არ უნდა აარიდოთ. შესაძლოა მოგიწიოთ ბევრი ადამიანისთვის ხელის გამართვა და უპირობო დახმარება. მომდევნო ორი კვირა პროდუქტიულია და მაქსიმალურად გამოიყენეთ შესაძლებლობები.
ლომი
აუცილებელია მიაქციოთ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას. კარგად დაფიქრდით თქვენ ქმედებებზე და ეცადეთ შინაგანი პრობლემები გამოასწოროთ. საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ და არ გამოიფიტოთ. თქვენგან სამყარო სულიერ ტრანსფორმაციას ითხოვს. თვითშეფასებაზე უნდა იმუშაოთ. კარიერული თვალსაზრისით თავს იგრძნობთ დაფასებულად, თუმცა მატერიალურად ამას ვერ იგრძნობთ.
ქალწული
მოდის კანონზომიერება, რომლებიც გეუბნებათ, რომ გადააფასოთ ღირებულებები, დაანებოთ თავი თვლას და უპირობოდ გასცეთ სიკეთე. შესაძლოა უკან ვერ მიიღოთ ის, რასაც ელით. პარტნიორულ ურთიერთობებში გამოიჩინეთ სიფრთხილე და გამოდით მატერიალური კომფორტიდან.
სასწორი
სამსახურებრივად დამღლელი პერიოდია, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ჯანმრთელობას ყურადღება. ასევე კონფლიქტები გაქვთ ნათესავებთან. კონტაქტების პრობლემა გაქვთ. ასევე პარტნიორულ ურთიერთობებში მოხდება სერიოზული გადაფასებები. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში რაც ვერ გადამუშავდა დაგვიდებს შედეგს. ასევე შესაძლოა გქონდეთ სამსახურის ცვლილება ან წოდება აიმაღლოთ. მნიშვნელოვანია ფინანსები აკონტროლოთ.
მორიელი
შვილებთან და მშობლებთან ურთიერთობები წამოიწევს წინა პლანზე. მნიშვნელოვანია სასიყვარულო ურთიერთობები და გაქვთ პასუხისმგებლობის დიდი დოზა. ეს ყველაფერი არ გააპროტესტოთ. სერიოზული სიყვარულის კონტექსტში გადახვალთ მყარად. ხშირად ქორწინდებიან ამ პერიოდში. მომდევნო სამი თვის განმავლობაში გამოიცდებით. ფინანსურად ცუდი პერიოდია და შესაძლოა თავი გაკოტრებულად იგრძნოთ.
მშვილდოსანი
ოჯახურ კონტექსტში სიახლე გელოდებათ. შესაძლოა ეს ეხებოდეს შენებას და შენაძენებს. განსაკუთრებული პერიოდია ფინანსური თვალსაზრისით. დაუფასებლობის შიშები გაქვთ, ყურადღება დაუთმეთ ოჯახსა და სახლს დაიცავით სისუფთავე და იკვებეთ ჯანსაღად.
თხის რქა
ოჯახური ღირებულებების გადაფასება გაქვთ. ასევე მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია. ასევე ნათესავებთან დაინახავთ ცბიერებას და რეალურ სახეს. შესაბამისად უნდა გადაიყვანოთ ეს ურთიერთობები ახალ პლანზე. ან აპატიეთ ან გაუშვით. შეცვალეთ დამოკიდებულებები. ფინანსურად კარგი პერიოდი გაქვთ და შესაძლოა გაიზარდოს შემოსავალი.
მერწყული
ახალი სამსახურებრივი შემოთავაზება შესაძლოა გამოჩნდეს. ასევე დაიწყებთ რაღაც ახლის სწავლას. ურთიერთობები ჰარმონიაში გადადის და დააფასებთ იმას რასაც სამყარო გაძლევთ. შესაძლოა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პოზიტიური ნაბიჯები გადადგათ.
თევზები
რთული გამოწვევებით აღსავსე ორი კვირა გელით. ენერგიები უნდა აღიდგინოთ და კარმულ კანონზომიერებას თავიდან ვერ აირიდებთ. შეიყვარეთ საკუთარი თავი და სხვებიც ასეთი დამოკიდებულებით იქნებიან თქვენთან. იქნება უკონტროლო ხარჯები.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მზად იყავით დაუვიწყარი მომენტებისთვის“ - ზოდიაქოს ამ ნიშნებს შაბათ-კვირას სიურპრიზი ელოდება